კონტესა და "კვარას" შორის სატელეფონო საუბარი შედგა - ქართველს "ნაპოლიდან" წასვლა არ სურს

AutoSharing Option
"ნაპოლისა" და საქართველოს ნაკრების გარემარბ ხვიჩა კვარაცხელიასა და "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტეს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. ამის შესახებ ინფორმაციას ცნობილი იტალიური გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი ავრცელებს.

წყაროს ცნობით, საუბარმა პოზიტიურად ჩაიარა და კონტემ ქართველი დაარწმუნა, რომ მის გუნდში უდიდესი როლი ექნება.

"კონტემ კვარაცხელიას დაურეკა და იგივე გაუმეორა, რაც ჯოვანი მანას ("ნაპოლის" სპორტული დირექტორი) და აურელიო დე ლაურენტისს. ანტონიომ ქართველს უთხრა, რომ მისი პროექტის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი იქნება. "კვარა" კონტეს სიტყვებმა დაარწმუნა, რომ პსჟ-ის ვარიანტზე უარი საბოლოოდ
ეთქვა. ამჟამად ხვიჩა საკუთარ მომავალს მხოლოდ "ნაპოლის" უკავშირებს, მინიმუმ ერთი სეზონით მაინც. ახლა კი მოლაპარაკებები ახალი კონტრაქტის დეტალების თაობაზე კლუბსა და ფეხბურთელის აგენტს შორის გაიმართება", - წერს გამოცემა.

შეგახსენებთ, ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს, ქართველი ხელფასის სახით ყოველწლიურად 1.6 მილიონ დოლარს იღებს.

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

alt"მოურინიოს ხვიჩასთან კონფლიქტზე ვკითხე... მიპასუხა, კვარაცხელიას ეს ვუთხარიო..." - შოთა არველაძემ "რომასა" და "ნაპოლის" მატჩში მომხდარ ეპიზოდზე პორტუგალიელი მწვრთნელის ნათქვამი მოჰყვა

altახლა ოსიმენი, გაისად კვარაცხელია - დე ლაურენტისი პარიზში მოსალაპარაკებლად მიდის

altკონტე გერმანიაში მიფრინავს - ვიზიტი კვარაცხელიასთან და დასწრება საქართველოს ნაკრების მატჩზე?

მკითხველის კომენტარები / 19 /
თუ წასვლა არ სურდა და ხელფსიც 1,0 კი არა 1,6 მლ-ნი ჰქონია, მაშინ ჩვენ რაღას გვერჩოდა ეს ოჯახ აშენებული, მთელი წელი მაგის ხელფასზე, სათამაშო ფორმასა და მისი მომავალი კლუბის ძიებაში რომ ვათენებთ და ვაღამებთ, მაგის გამო ხან მარიო ლუის, ოსიმენს ზელინსკის თუ ლობოტკას ვაგინებდით-პასებს რატომ უგვიანებენო.
Jora-giorgi
12 ივნისი 2024 16:43
26
მერედა 1,6 შესაფერისი ხელფასია ხვიჩასთვის იქ, სადაც ოსიმენი 10-ს იღემს?
ჟორა
12 ივნისი 2024 20:26
0
მომავალ სეზონში კონტე ნაპოლის იტალიის ჩემპიონობისთვის ვერ აბრძოლებს ალბათ, დიდი დიდი 3-4 ადგილზე გაიყვანოს და ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვონ აი ამ სეზონის მერე შეილება კიდევაც აბრძოლოს იტალიის ჩემპიონობისთვის და ლიგაზეც იქნებიან მარა კვარას რაა?? თუ კიდევ აპირებს მერეც დარჩენას ეგ სხვა არის მარა ერთი წლით გაჩერების აზრს ვერ ვხედავ,,პირიქით ამ ერთ წელში საფრანგეთის ჩემპიონი გახდება თუ გადავა პსჟ-ში და შეილება ლიგასაც გამოკრას ხელი ყოველ შემთხვევაში საფრანგეთის ჩემპიონი და თასების მფლობელი გახდება პლიუს იტალიის ჩემპიონი უკვე არის და მოაგროვებს ტიტულებს და 2027-წლისთვის უკვე პსჟ-დან შეეძლება ნებისმიერ გრანდში გადასვლა უკვე საკმაოდ ტიტულოვანს და დიდ ხელფასიანს და როგორც ავტორიტეტს
gel-100
12 ივნისი 2024 21:40
0
ხვიჩას გამო რუბინის თამაშებს ვუყურებდი, ნაპოლის თამაშებსაც ხვიჩას გამო ვუყურებ. ამ ბიჭმა იმედი დამიბრუნა. ვიცი, რეალობა გაცილებით შორსაა, მაგრამ მთავარი იმედია. ხვიჩა, ყველგან გიყურებ, მაგრამ როგორც ერთ ჭაობს (რუბინს) მოშორდი,ასევე მეორე ჭაობს (ნაპოლის) მოშორდი, _ გაგვახარე ქართული ფეხბურთის გულშემატკივრები!
გია
13 ივნისი 2024 00:23
1
xo aba shen ici, rubinivit daberdi mand sanam zalit ar wagiyvanen!! ikneb gecada sxvagan ravi araa?
gia
12 ივნისი 2024 18:06
6
კითხვა თუ წასვლა არ უნდა როგორ შეათანხმა კონტრაქტი ფრანგებთან?
სიმართლე
12 ივნისი 2024 21:55
1
საიდან მოგაქვთ ეს აზრები
Tete1234
12 ივნისი 2024 18:27
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული