"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
თავად ხვიჩა არ და ვერ იზამს,ვერც ჩვენ შევეგუებით,თორემ ესენი ღირსნი არიან იყოს ხვიჩა და როგორც უხდიან,ისეთივე ისე რა ფეხბურთი ითამაშოს...
გივი
17 ივნისი 2024 10:50
3
სანამ მამის ძმაკაცი "პერეგავორშიკა" იქნება მისი აგენტი არაფერი ეშველება,იმიტოა გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი და ყველაზე ცუდი პირბები რომ აქვს .ევროპელი ფეხბურთელები გიჯები კი არ არიან პირველ როგში კარგ აგენტს რომ არჩევენ.
თემო
17 ივნისი 2024 10:33
5
ოჯახი,მამა,აგენტი თუ მისი უახლოესი გარემოცვა გასაგებია,მაგრამ აქ, ამ პატივსაცემ გამოცემის გვერზე მთელი წელი ათასი რჯულის ვითომ ექსპერტ-პატრიოტები ხვიჩას ხელფას და კონტრაქტის სხვა დეტალებს რომ განიხილავდით დაგავიწყდათ, ან კიდევ ხანდის-ხან დღესი ორ სუპერკლუბს რომ უკავშირებდით არარეალური სატრასფერო თანხის მითითებით და კიდევ ათასი სიგიჟე- ვითომდა მთელი საფეხბურთო სამყარო კვარაცხელიას ირგვლივ ტრიალებს. ბოლოს კი პსჟ-ში მისმა, ვითომდა მოსალოდნელმა ტრანსფერმა კი საერთოდ ყველაფერი გადაფარა-სადაც კილიანი უნდა შეეცვალა და გუნდს ჩ/ლიგა უნდა მოაგებინოსო-სატრანსფერო თანხისა ხელფასის მითითებით რა თქმა უნდა, არადა მმბანპე,როგორ უნდა შეჩვალოს ხვიჩამ სრულფასოვნად არ ვიცი, სწორედაც გადამეტებულმა ქება-დიდებამ და კვარადონას ძახილმა გააუფერულა მისი თამაში და როცა მის საფეხბურთო საგმირო საქმეებზე საინტერესო არაფერი ხდებოდა შემოაგდეს ხელფასის თემა და მთელი სეზონი მიდიოდა მისი განხილვა-ხელფასი აქვს დაბალი და იმიტომ არ თამაშობსო-სრული სისულელე. და კიდევ ამ ევროს წინ რა საჭირო იყო კიდევ ამ თემების წამოწევა არ მესმის. ხვიჩას შანსი, ეხლა ხვალინდელი თამაშია და საერთოდ ,როგორ ითამაშებს ის ამ ტურნირზე განსაზღვრავს კიდეც რა დონეზე შეიძლება გაიზარდოს მისი საფეხბურთო კლასი, გააკეთებს კიდევ ერთ ნახტომს კარიერაში, თუ დარჩება ნაპოლის დონის გუნდების დონეზე-იმედია უფრო არ ჩამოლაბარანტდება.
შულაია
17 ივნისი 2024 10:28
9
რა არ მოგწონთ ვერ ვხვდები
ეს ერთგვარი ზეწოლაა კლუბზე რომ ხვიჩა გაუშვას
მსგავსი საუბრები ხვიჩას მხრიდან არ გამოვიდოდა ამიტომ ჩვეულებრივი ამბავია
და მე პირადად სწორადაც მიმაჩნია რაგა თუ შანსი არის რომ გაუშვას მცირედი მაინც თან დიდი სარგებელი მიიროს გუნდმა და ამასთან ეცოდინება რომ ფეღბურთეს დარჩენა დიდად არ სურს მაშინ რატომაც არა
სხვანაირად კონტე არ დათმობს
HK
17 ივნისი 2024 10:18
5
როგორ წარმოგიდგენია რომ ამ დონის ფეხბურთელი კლუბმა ისე დათმოს?ან რატო უნდა დათმოს როცა კონტრაქტით კიდევ 3 წელი არის ამ კლუბის საკუთრებაში.
თემო
17 ივნისი 2024 10:36
7
მამის მაგი განცხადება გათვლილია რაღაც კონკრეტულ საკითხზე, ან მოლაპარაკებებში ჭირდებათ ან რაღაც და ზედმეტად ნუ ნერვიულობთ.
nika
17 ივნისი 2024 10:14
2
"მტერი მტერსა ვერას ავნებს,რომე კაცი თავსა ივნებს"!!
გიორგი
17 ივნისი 2024 10:09
1
ძალიან დაბალი დონეაა!
!!
17 ივნისი 2024 09:52
3
ნაპოლიკოებო,
სინდისიც კაი ძროხააო ნათქვამია.
ბიჭმა ჩემპიონობა მოგიტანათ,ამდენი წლის მერე,სერიაAს MVP გყავთ გუნდში და კაპიპებს უხდით 2წელია.
ნუთუ არ გრცხვენიათ.
მათხოვრებიც არა ხართ,მათხვრები ხართ
Levani
17 ივნისი 2024 09:51
2
დაბალი ხელფასი რომ უწერია კონტრაქტში იმიტომ ბლატაობს ლავრენტა!!! რატო ოსიმენთან ვერ იღებს ხმას (გარანტირებული 10 მილიონი აქვს ხელფასი და ვეღარ იშორებს), დათანხმდეს ხვიჩა მაღალხელფასიან პირობას და მერე ვეღარ იბლატავებს ასე წუწურაქი ლავრენტა
rigiti
17 ივნისი 2024 09:49
2
რავი ვახო სანაიაზე, რომ ბრაზდებოდით მთელი ოჯახი,ჯუღელი და მამაშენი ნაკლებს გიშავებენ
მთელი იტალიის მასშტაბით?!
*
17 ივნისი 2024 09:48
14
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული