"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
საიდან მოიყვანეთ ეს ტატო ბაციკაძე, საზოგადოებრივ არხზე, გაბურღა ტვინი უაზრო შედარებებით და საუბრებით. ფეხბურთზე და თამაშზე გააკეთეთ კომენტარები და არა ლალიგაზე და პრემიერლიგაზე ეს ევროა და არა სილქ უნივერსალი ან დოღი. სადაა გვენცაძე მაგარი კომენტატორია და არა ბაქი ბუქა
Kaxa
17 ივნისი 2024 07:50
12
ტატო ბაციკაძის (სავარაუდოდ დროებით) მოყვანით თამაშის წაყვანის ხარისხი გაიზარდა. წაყვანის ხარისხის გაზრდა კი გულისხმობს იმას, კომპეტენტურად ანალიზდება სათამაშო ეპიზოდები და ფეხბურთელების მქკ(მარგი ქმედების კოეფიციენტი). რასაც სხვანაირად პროფესიონალიზმი ქვია.
მამუკა
17 ივნისი 2024 09:27
10
ამიტომ აღნიშნული განცხადება ყველა აგენტისთვის და მამისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. არ უნდა გააფორმო გრძელვადიანი კონტრაქტი არავისთან!
ლაშა
17 ივნისი 2024 07:48
4
ყველა კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა შეიძლება იმ პირობებით რაც კონტრაქტშია გათვალისწინებული :) (ჯარიმა, კომპენსაცია)
ლას ამბობთ, ლას?
17 ივნისი 2024 07:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული