"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
ესენი იმდენს იამენ საქმეს გაუფუჩებენ ბიჭს
jojo
17 ივნისი 2024 08:02
9
დაბალი ხელფასი რომ უწერია კონტრაქტში იმიტომ ბლატაობს ლავრენტა!!! რატო ოსიმენთან ვერ იღებს ხმას (გარანტირებული 10 მილიონი აქვს ხელფასი და ვეღარ იშორებს), დათანხმდეს ხვიჩა მაღალხელფასიან პირობას და მერე ვეღარ იბლატავებს ასე წუწურაქი ლავრენტა
rigiti
17 ივნისი 2024 09:49
2
ბარემ ისიც გეთქვათ რო თქვენი მონა არის? იმ ქართველებს მივმართავ,ვინც კვარას საახლობლოს აკრიტიკებთ,რაც წაიკითხეთ,მხოლოდ ის აზრი გამოიტანეთ რო კვარას საახლობლოა დამნაშავე? ხოდა ვაი თქვენს პატრონს უბედურს. ფეხბურთელი და მისი წარმომადგენელი წვეტს თავის ბედს,ეს 30 წლის წინ შეიცვალა და ასე არის დღეს. გაწყვიტავ კონტრაქტს და კომპენსაციას გადაიხდი,მორჩა კინო ნაპოლი,წადი დეიძინე. შენ თუ უწყვიტავ კონტრაქტს მწვრთნელს ან ფეხბურთელს,ქვეყანა ინგრევა? უხდი კომპენსაციას და მორჩა ამბავი. თუ კონტრაქტის მონაწილე ერთ მხარეს შეუძლია კონტრაქტის გაწყვეტა ცალმხრივად,რანაირად არ შეუძლია მეორე მხარეს? ხო კიდევ,აგენტი არის ფეხბურთელის უფლებების გამკარგავი,როცა ამბობ რო მას არავინ ეკითხება ე.ი. არავინ ეკითხება ფეხბურთელს და ეს მონათმფლობელობა არის,ხოდა რო ადგეს და იჩივლოს კვარამ,დედა აქვს მ... ნაპოლის. ცოტა დოუკვირდით რას ან რატო ემხრობით,ევროპაში ფეოდალთა ბატონობა დიდი ხნის წინ გადავარდა,ბრიტანეთში 1640 წელს,ხოლო უფრო ადრე ნიდრელანდებში. საქართველოში პატროყმობა 1863-71 წლებში გადავარდა. ეს ისე რო იცოდნენ უტვინო ქართველებმა,რომლებსაც უპირობის სჯერათ უცხოელების. ნეაპოლმა თავის სუტენიორ ბოს მიხედონ და ქალაქს,ნარკოტიკებს რო მიაქვს იქაურობა.
იასონას უდარი
17 ივნისი 2024 09:44
4
ვინ გადაიხდის მერე მაგ ჯარიმას?! არსებობს კლუბი, რომელიც გამოსასყიდსაც გადაიხდის და ჯარიმას ზემოდან? ან რამდენია ჯარიმის თანხა?
ციციკორე
17 ივნისი 2024 10:45
3
სწორედ ესაა მენეჯერის უგნურება. სახედარო, ხომ იცი რა ხარისხის ფეხბურთელს ყიდი? 5 წლიან კონტრაქტს რომ უდებ ერთი მილიონი ხელფასით, თავი სად გაქვს? კონტრაქტი უნდა დადებულიყო 1+4 ანუ ერთ წელს ითამაშებდა 1,2 მილიონი ხელფასით, ერთი წლის შემდეგ კი ნაჩვენები შედეგის მიხედვით გადაიხედებოდა ხელფასის საკითხი, კლების ან მომატების მიზნით. ასეთ კონტრაქტზე ნებისმიერი გუნდი წამოვა. ახლა თუ ჭკვიანად არ იქნებით და ძალიან გაჯინდებით, სამ წელს აყუყუტებენ ხვიჩას ნაპოლიში, სათამაშო დროს ცოტას მიცევენ და როგორც ფეხბურთელს საერთოდ გააფუჭებენ. ლავრენტის არც ჭკუა დაუშლის ამის გაკეთებას და არც თანამდეგობა.
ჟორა
17 ივნისი 2024 12:04
3
ლავრენტა მაგას ვერ გაბედავს ნაპოლის ფანების შიშით უეჭველი დაბრიდავენ ხვიჩა რომ ზამენის ფეხბურთელად აქციოს.
რიკი
17 ივნისი 2024 14:09
2
პირველი დიდი შეცდომა დაუშვეს როცა კონტრაქტში გამოსასყიდი არ ჩააწერინეს, ჯუღელი და მამამისი რომ ბროყვები არიან ეს ყველამ გავიგეთ, ნაპოლის პრეზიდენტი რომ ყველაზე უღირსი ადამიანია ესეც, მაგრამ ნაპოლის გულშემატკივარი უარესი ნაგავი უოფილა ნანატრი სკუდეტო მოაგებინა ბიჭმა და ხმას არავინ არ იღებს. ეს გასლევებული ნეაპოლელები.
Dato
17 ივნისი 2024 12:01
1
ხო სულ კვარაცხელიამ მოაგებინა სკუდეტო,ნეტავი ვისაც ამ ზღაპრების გჯერათ.მეორე წელს 10 ადგილზე რო გავიდა იქ ვინ იყო აბა დამნაშავე?
ლაშა
17 ივნისი 2024 12:39
14
ვინ და ოსიმენი. ხო ამბობენ რომ ოსიმ მოაგებინა და ხელფასითაც დაუფასეს.(და არა კვარას) .ხოდა ....
ლაშას
17 ივნისი 2024 12:58
3
ინტრიგან ჯუღელს სხვა ტელევიზიაში რომ ებოდიალა, აყაყანდებოდნენ ქოც არხები. იმედი ინტრიგან რუსულ არხად გადაიქცა
უპს
17 ივნისი 2024 12:42
13
ხვიჩას ნერვები აქვს რკინის და აურზაური ჰკიდია. კარგია რომ პსჟ ამდენს იხდის ამით ნაპოლი ხელფასს მინიმუმ გაუსამმაგებს. ხვიჩა ნაპოლის საკუთრებაა და ლაურა გადაწყვეტს რა თქმა უნდა თავისთვის. ჩვენ კი დავტკბეთ ხვიჩას და ნაკრების თამაშით მჯერა რომ საოცარ შედეგს დადებენ.
suxumchanin
17 ივნისი 2024 15:31
1
ოჯახი,მამა,აგენტი თუ მისი უახლოესი გარემოცვა გასაგებია,მაგრამ აქ, ამ პატივსაცემ გამოცემის გვერზე მთელი წელი ათასი რჯულის ვითომ ექსპერტ-პატრიოტები ხვიჩას ხელფას და კონტრაქტის სხვა დეტალებს რომ განიხილავდით დაგავიწყდათ, ან კიდევ ხანდის-ხან დღესი ორ სუპერკლუბს რომ უკავშირებდით არარეალური სატრასფერო თანხის მითითებით და კიდევ ათასი სიგიჟე- ვითომდა მთელი საფეხბურთო სამყარო კვარაცხელიას ირგვლივ ტრიალებს. ბოლოს კი პსჟ-ში მისმა, ვითომდა მოსალოდნელმა ტრანსფერმა კი საერთოდ ყველაფერი გადაფარა-სადაც კილიანი უნდა შეეცვალა და გუნდს ჩ/ლიგა უნდა მოაგებინოსო-სატრანსფერო თანხისა ხელფასის მითითებით რა თქმა უნდა, არადა მმბანპე,როგორ უნდა შეჩვალოს ხვიჩამ სრულფასოვნად არ ვიცი, სწორედაც გადამეტებულმა ქება-დიდებამ და კვარადონას ძახილმა გააუფერულა მისი თამაში და როცა მის საფეხბურთო საგმირო საქმეებზე საინტერესო არაფერი ხდებოდა შემოაგდეს ხელფასის თემა და მთელი სეზონი მიდიოდა მისი განხილვა-ხელფასი აქვს დაბალი და იმიტომ არ თამაშობსო-სრული სისულელე. და კიდევ ამ ევროს წინ რა საჭირო იყო კიდევ ამ თემების წამოწევა არ მესმის. ხვიჩას შანსი, ეხლა ხვალინდელი თამაშია და საერთოდ ,როგორ ითამაშებს ის ამ ტურნირზე განსაზღვრავს კიდეც რა დონეზე შეიძლება გაიზარდოს მისი საფეხბურთო კლასი, გააკეთებს კიდევ ერთ ნახტომს კარიერაში, თუ დარჩება ნაპოლის დონის გუნდების დონეზე-იმედია უფრო არ ჩამოლაბარანტდება.
შულაია
17 ივნისი 2024 10:28
9
ეგრეა,სამწუხაროდ პროფესიულ სპორტში.მაგაზე ჯუღელს უნდა ეზრუნა თავიდან,მარა უცებ ჩავარდა ქერის ორმოში და რა,ფიქრი რის ფიქრი.
კახა ქ.
17 ივნისი 2024 14:04
1
ხვიჩამ დახაზოს ჯერ გერმანიაში და მერე ვილაპარაკოთ, პსჟ 100-ს კი არა, 150 მილიონსაც გადაიხდის და რა თქმა უნდა ლაურენტისი ცთუნებას ვერ გაუძლებს, ხვჩა გადავა და პსჟ ლიგასაც დადებს. აგერ ნახავთ, ასე თუ არ იქნება.
დასუროვო?
17 ივნისი 2024 13:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული