"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
უკვე მერამდენეთ გაუჩალიჩეს ხვიჩას,ბირჟაზე ხომ არ გონიათ თავი?ვერ მიხვდნენ,რო ყველაფერს თარგმნიან იტალიაში?!რამხელა წნეხია ახლა ასეთი მნიშვნელოვანი თამაშის წინ ასეთი სტატიები და ინტრიგები?!ოჯახის წევრებმა ამაზე არ უნდა იფიქრონ?ხალხს კარგად საყვედურობთ წნეხში ნუ აქცევთ ფეხბურთელებსო?!
ირაკლი
17 ივნისი 2024 13:21
5
არ არსებობს ისტორიაში ხელშეკრულება რომელშიც არ წერია, "ფორსმაჟორი" ან დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო და ასე შემდეგ.მითუმეტეს ბევრი ისტორია გვახსოვს თუნდაც სპორტის, რომ ამა თუ იმ სპორცმენს წასვლა უნდოდა და დააბეს და ბოლო წამამდე აპახავეს...ასეთ შემთხვევაში მოტივაცია ა4არ აქვს სპორცმენს ვინც არ უნდა იყოს და მას უშვებენ ან ყიდიან...ამიტომ სხვა ყველაფერი ერთი მხრიდანაც და მეორე მხრიდანაც მხოლოდ სიტყვებით ტამაშია და მეტი არაფერი...ან ფასის ასაწევად ან უკეთესი პირობების გამოსავაჭრებლად ხდება..
Lobotka
17 ივნისი 2024 12:38
2
თუ ძმა ფორსმაჟორი რა შუაშია? მეხი დაეცა კვარას და მაგიტომ წყვეტს კონტრაქტს? ნუ აბრახუნებთ ხოლმე რაც არ გესმით, რაღაც ყურმოკრულად გაუგია სიტყვა ფორსმაჟორი და თურმე ყველა კონტრაქტში წერია... ხო, უკრაინაში რომ ომია, მაგიტომ უნდა შეწყვიტოს კონტრაქტი კვარამ
გიორგი
17 ივნისი 2024 15:34
2
სულ იმას ვიძახი ამ ფანდურა ჟურნალისტებთან არ შეიძლება ბევრი ლაპარაკი...ოღონდ შოუ გააკეთონ
გია
17 ივნისი 2024 11:05
3
ჟურნალისტი რა შუაშუა, შენ თუ ენა პირში არ გიჩერდება და აყრანტალებ ყველაფერს რაც ენაზე მოგადგება.
ლაშა
17 ივნისი 2024 12:41
4
სანამ მამის ძმაკაცი "პერეგავორშიკა" იქნება მისი აგენტი არაფერი ეშველება,იმიტოა გუნდში ყველაზე დაბალი ხელფასი და ყველაზე ცუდი პირბები რომ აქვს .ევროპელი ფეხბურთელები გიჯები კი არ არიან პირველ როგში კარგ აგენტს რომ არჩევენ.
თემო
17 ივნისი 2024 10:33
5
იმდენს იზავენ, რომ აღარც ხელფასს მოიმატებს ნაპოლი და დარჩება ეს 3 წელი ხვიჩა დემოტივირებული....
სააკაძე
17 ივნისი 2024 08:20
9
მაგრად გინდა ხო ეგრე რომ მოხდეს? მე გეტყვი რომ ტყუილად ოცნებობთ… ვისაც გონია რომ გაუფრთხილებლობით თქვეს რაც ითქვა მიამიტები ხართ, საჭირო იყო და იმიტო თქვეს, ზუსტად იცოდნენ რომ კლუბს ამბაირი რეაქცია ექმებოდა.
zola
17 ივნისი 2024 09:34
4
კი, სოფლის ორღობე ლაპარაკით, ნამეტანი სტრატეგიული გათვლა გააკეთეს :) პერეგავორა დააშანტაჟებს ათასზე გადამხტარ ევროპელ ფუნქციონერებს?! ვიღაც, სამოყვარულო ლიგის მესვეურები კი არ არიან?! ნეაპოლელი შენძრეული ტიპები, ჯუღელის და ბადრის ნაბჟუტურებზე დაფეთდებიან?!
ციციკორე
17 ივნისი 2024 10:53
3
ყველა გამოხმაურება
აი ნაპოლის ეგ განცხადება ვინც დაწერა პასუხი უნდა აგოს. ბოდიშიც უნდა მოახდევინონ და გადადგეს. ეგ არის ვიღაცა დეგენერატი ქართველებს პატივს არ ცემს, ხვიჩას მამაც ფეხებზე კიდია ჯუღელთან გააიგივა მოკლედ მარტო ხვიჩა უნდათ "სიძედ" და ეგ თავისი ანტიქართული დეგენერატული კაპრიზი გადმოანთხია თავისი გაისწორა. ხვიჩას ადგილზე პასუხს მოვთხოვდი პირადად ახსნა განმარტებას ვაიძულებდი ამ კაცმა ასეთი რა დააშავა და შენ ვინ მოგცა მაგის უფლება რომ ასე საქვეყნოდ (უადგილოდ) უსწორებ რაღაცას და დეგენერატულ შენიშვნას აძლევ და აზრის გამოთქმას უკრძალავ. ზღვარს გადავიდა რო გაბედა იერიშის მიტანა. ხვიჩას მამას ელემენტარული პატივი უნდა სცეს და ესეთი უპატივცემულო ნაგლი განცხადებით არ უნდა გაეპასუხონ.
x
17 ივნისი 2024 20:26
3
ვიცით ბატონო რომ ხვიჩას კონტრაქტი აკავშირებს გუნდთან და ასეთი გაბრაზებული ტონით რატომ წერენ? მამამისმა გარკვევით თქვა რომ ეს მისი სურვილია და თან დასძინა რომ ამ თემაზე მას ხვიჩასთან არ უსაუბრია. ამ იტალიელებსაც ქართველებივით 70% აზრის გამოტანა არ შეუძლიათ ნათქვამიდან? რა არის აქ საწყენი?.
დავით 67
17 ივნისი 2024 15:56
7
იყო თუ არა ნაპოლიში ხვიჩასთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ხმა ამოსაღები? რა თქმა უნდა იყო და ჯერ კიდევ სეზონის დასასრულს. ეხლა კი ფაქტია ძალიან არასახარბილო მომენტში გაჟღერდა: სულმთლად ნაკრების დებიუტის წინა დღეს! თუ ეს არ იქნა გათვალისწინებული, ისე მაინც უნდა გაკეთდეს, რომ ხვიჩას მომავლისათვის გარანტირებულად სასარგებლო შედეგი მოიტანოს. როგორც უმეტეს შემთხვევაში დასავლეთში, ამა თუ იმ საკითხის გადაჭრისას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პრესისა და საზოგადოების განწყობას. აქამდე ხვიჩასადმი დადებითი განწყობები, მისი მენეჯმენტის მიერ არ იქნა სათანადოდ მატერიალიზებული . იმედია ამჯერად მაინც გააზრებულად მოქმედებენ და გათვალისწინებულია ის მაღალი რისკები, რაც ინტრიგებში დახელოვნებულ კლუბის მენეჯმენტთან დაპირისპირებას თან ახლავს. როგორიც არ უნდა იყოს ხვიჩას წარმომადგენლობა, ისინი ქართველი გულშემატკივრისთვის უმნიშვნელოვანესი ბიჭის მომავალ კარიერას განსაზღვრავენ. აქამდე მათ წარმატებას პროფესიონალიზმზე მეტად იღბალი განსაზღვრავდა. იმის იმედს მაინც ვიტოვებთ, რომ მომავალშიც გაუღიმებთ ფორტუნა და ყველა მხარესითვის მისაღები გადაწყვეტილებები იქნება მიღებული.
ამატაკი
17 ივნისი 2024 13:45
0
არც ჯუღელი და არც მამამისი ამდენს არ უნდა ლაპარაკობდნენ.ჯუღელი მარტო იმედთან არ ლაპარაკობს.ევროპულ საიტებზე ბევრი დაიწერა.და რუსულ საიტებზე ხვიჩას საკმაოდ კარგად ახასიათებენ.და ყველაფერი რუსული ცუდათ ნუ გეჩვენებათ ევროპაში მეტად აკრიტიკებენ ვიდრე რუსეთში.და ბარსასთან თამაშის შემდეგ ბარსას პრესამ საერთოდ წყალს გაატანა.
ჯიჯი
17 ივნისი 2024 13:28
4
ასეთი მნიშვნელოვანი თამასის წინ მაინც ნუ მოუშლით ნერვებს,ამ სისულელეებით.წარმატებები ხვიჩას და მთლიანად საქართველოს ნაკრებს.
უშანგი
17 ივნისი 2024 13:13
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული