"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

AutoSharing Option
"ნაპოლი" სოციალურ ქსელში ხვიჩა კვარაცხელიას მამის, ბადრი კვარაცხელიასა და ფეხბურთელის აგენტის, მამუკა ჯუღელის განცხადებას გამოეხმაურა.

ქართველი შემტევის მშობელმა თქვა, რომ უნდა, მისი შვილი "პარტენოპეიდან" წავიდეს; ჯუღელის თქმით კი, პრიორიტეტული ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე გუნდია.

"ვეხმაურებით კვარაცხელიას აგენტისა და მამის განცხადებებს და შევახსენებთ, რომ ფეხბურთელს კლუბთან კონტრაქტი კიდევ 3 წლით აკავშირებს.

კვარაცხელია არ იყიდება. გუნდთან კონტრაქტის მქონე ფეხბურთელის მომავალს არ წყვეტენ აგენტები ან მამები, არამედ ნეაპოლური კლუბი!!! ისტორიის დასასრული", - წერია განცხადებაში.

ინფორმაციისთვის, იტალიურ მედიაში იწერებოდა, რომ "პარტენოპეი" ჩვენებურთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მოლაპარაკებებს
აწარმოებდა, ფეხბურთელის დამატება კი პსჟ-ს სურს.

alt"ხვიჩასთან ამ თემაზე ჯერ არ მისაუბრია, მაგრამ ამას პირველად ვიტყვი..." - რას აცხადებს ბადრი კვარაცხელია შვილის მომავალზე?

მკითხველის კომენტარები / 58 /
კვარა არასდროს ლაპარაკობს ბევრს და ყოველთვის ყველაფერთად მიმართებით კორექტულია,სამაგიეროდ გარემოცვას უყვარს ბევრი და უშინაარსო ლაპარაკი!!კვარა გააფრთხილე შენიანები, ჟურნალისტებზე და პოლიტიკოსებზე,რომ ბრაზდები შენიანებზე რატო არ ბრაზობ??!!
!
17 ივნისი 2024 08:39
6
ნაპოლიკოებო,
სინდისიც კაი ძროხააო ნათქვამია.
ბიჭმა ჩემპიონობა მოგიტანათ,ამდენი წლის მერე,სერიაAს MVP გყავთ გუნდში და კაპიპებს უხდით 2წელია.
ნუთუ არ გრცხვენიათ.
მათხოვრებიც არა ხართ,მათხვრები ხართ
Levani
17 ივნისი 2024 09:51
2
მიქაუტაძის მამა რატომ არასდროს აკეთებს განცხადებებს?!
გიგი
17 ივნისი 2024 08:43
6
შესაბამისი გონებრივი შესაძლებლობები უწყობენ ხელს. რაც ხვიჩას მამას და ბატონ ჯუღელს ნამდვილად არ აქვთ
ძველი ფანი
17 ივნისი 2024 09:40
3
აი ეს იცის არა პროფესიონალიზმმა ( მამიკომ ბიძამ მამის ძმაკაცებმა და ასე შემდეგ) კარგი თავის დროზე ვერ მოელაპარაკე როგორც საჭირო ( იმიტომ რომ ოღონდ გაგეყიდა და დაფეთდი ) იყო …გაჩუმდით მაინც ისეთს ნუ იტყვით რომ ის ნაბო…… ლავრენტა კიდევ გააღიზიანო …ამით აკეთებთ იმას რომ ეს 5 წელი ბავშვმა უნდა ითამაშოს ერთ მილიონზე როდესაც ეკუთნის მინიმუმ 6-7 ესე იგი რომ გაიძახოდით ერთი ოჯახი ვართო დაკარგეთ მინიმუმ 20-25 მილიონი ….არადა ლავრენტა არც გაყიდის და არ მგონია ამათი კომენტების შემდეგ ხელფასი მოუმატოს …ხვიჩას კი წარმატებები და გაძლება ითამაშე შენი სიამოვნების გამო და ნაპოლში იმდენი თამაში რამდენსაც გიხდიან …სამაგიეროდ როდესაც გამოხვალ დაგლიჯე როგორც იცი ხოლმე …ხოლა დანარჩენი დაისვენე გრიპი მაქვს გავცივდი ნეკა თითი მტკივა და ასე შემდეგ ….ეგებ მიხვდეს ლავრენტა რომ რამდენსაც იხდის იმდენს მიიღებს შენგან …ნეაპოლელ გულშემატკივრებსაც ამოიღონ ხმა უსამართლობაზე ან აგიკრიფონ ის 5 მილიონი წლიურად თითომ წელიწადში 100 ევრო …ერთი თამაშის ბილეთის ფასია ბოლოსდაბოლოს …სანახაობა ფული ღირს ..!!!
მდაა
17 ივნისი 2024 08:37
6
,,ბავშვმა უნდა ითამაშოს,, ხვიჩაზე ამბობ და უხერხულია ცოტა ხომ?!
დანარჩენს აზრი აღარა აქვს რაც დაწერე
დავითი
17 ივნისი 2024 09:35
3
აუეე ჩემთვის ბავშვია მასზე უფროსი შვილები მყავს ეს ერთი და მეორე სანამ შენს საქმეებს წყვეტავს არა შენი დონის პროფესიონალი აგენტი არამედ მამა ბიძა მამის ძმაკაცები ესე იგი ხარ ბავშვი …ჯუღელი აგენტის გარდა ყველაფერია …უბრალოდ ვერ ქაჩავს ხვიჩას დონეეს
მდაა
17 ივნისი 2024 13:55
1
მამის მაგი განცხადება გათვლილია რაღაც კონკრეტულ საკითხზე, ან მოლაპარაკებებში ჭირდებათ ან რაღაც და ზედმეტად ნუ ნერვიულობთ.
nika
17 ივნისი 2024 10:14
2
რა არ მოგწონთ ვერ ვხვდები
ეს ერთგვარი ზეწოლაა კლუბზე რომ ხვიჩა გაუშვას
მსგავსი საუბრები ხვიჩას მხრიდან არ გამოვიდოდა ამიტომ ჩვეულებრივი ამბავია
და მე პირადად სწორადაც მიმაჩნია რაგა თუ შანსი არის რომ გაუშვას მცირედი მაინც თან დიდი სარგებელი მიიროს გუნდმა და ამასთან ეცოდინება რომ ფეღბურთეს დარჩენა დიდად არ სურს მაშინ რატომაც არა
სხვანაირად კონტე არ დათმობს
HK
17 ივნისი 2024 10:18
5
როგორ წარმოგიდგენია რომ ამ დონის ფეხბურთელი კლუბმა ისე დათმოს?ან რატო უნდა დათმოს როცა კონტრაქტით კიდევ 3 წელი არის ამ კლუბის საკუთრებაში.
თემო
17 ივნისი 2024 10:36
7
საიდან მოიყვანეთ ეს ტატო ბაციკაძე, საზოგადოებრივ არხზე, გაბურღა ტვინი უაზრო შედარებებით და საუბრებით. ფეხბურთზე და თამაშზე გააკეთეთ კომენტარები და არა ლალიგაზე და პრემიერლიგაზე ეს ევროა და არა სილქ უნივერსალი ან დოღი. სადაა გვენცაძე მაგარი კომენტატორია და არა ბაქი ბუქა
Kaxa
17 ივნისი 2024 07:50
12
ტატო ბაციკაძის (სავარაუდოდ დროებით) მოყვანით თამაშის წაყვანის ხარისხი გაიზარდა. წაყვანის ხარისხის გაზრდა კი გულისხმობს იმას, კომპეტენტურად ანალიზდება სათამაშო ეპიზოდები და ფეხბურთელების მქკ(მარგი ქმედების კოეფიციენტი). რასაც სხვანაირად პროფესიონალიზმი ქვია.
მამუკა
17 ივნისი 2024 09:27
10
სირცხვილი პერეგავორჩიკებს.
გოგა
17 ივნისი 2024 07:55
4
ყველა კონტრაქტის ვადაზე ადრე შეწყვეტა შეიძლება იმ პირობებით რაც კონტრაქტშია გათვალისწინებული :) (ჯარიმა, კომპენსაცია)
ლას ამბობთ, ლას?
17 ივნისი 2024 07:48
4
ამიტომ აღნიშნული განცხადება ყველა აგენტისთვის და მამისთვის გაკვეთილი უნდა იყოს. არ უნდა გააფორმო გრძელვადიანი კონტრაქტი არავისთან!
ლაშა
17 ივნისი 2024 07:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული