პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა - ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.

ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 

თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. 

alt"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 29 /
თუ გაინტერესებთ კონტრაქტის შეწყვეტის პროცედურა, ეს დაგუგლეთ.
დაწვრილებით არის აღწერილი ყველა ვარიანტი.
Terminating a contract between a football club and a football player
რეალობა
17 ივნისი 2024 16:51
0
inviz9

ნაპოლი არ ყიდის მასე არსად არ წერია და ვერც დაწერენ. აღარ მახსოვ იმ ფეხბურთელის გვარი, დიდი ხნის საქმეა. ევროპაში მას მერე დიდი გადატრიალება მოხდა. მანამ როგორც მონები ისე იყვნენ მართლაც. . მოკლედ ვერავინ დაიჭერს თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა გუნდი ასახელებს ან უკვე დასახელებული უნდა ქონდეს გამოსასყიდი თანხა და მსურველი გუნდი თუ გადაიხდის ფეხბურთელს უფლება აქვს გადავიდეს იქ სადაც მოესურვება. დასახელებული გამოსასყიდი თანხა თავიდანვე შეტანილი უნდა იყოს კონტრაქტში. ხვიჩა იმიტომ იკავებდა თავს ახალი კონტრაქტის ხელის მოწერაზე, რომ იქ დიდი თანხა არ ყოფილიყო დასახელებული. ვიმეორებ! ფეხბურთელმა თუ სურვილი გამოხატა და გუნდი ვინც მასში დასახელებულ თანხას გადაიხდის ვერავინ დაუდგება წინ. თანხაზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩემი აზრით ევროპის შემდეგ ხვიჩა გადავა პსჟ-ში. ფაქტიურად ხვიჩას მამამ გაახმოვანა ხვიჩას სურვილი.
G.LA
17 ივნისი 2024 16:40
0
ეს ათი დღე მაინც რომ დააცადთ ამ ბიჭს არაა!! ითამაშოს ევროზე დაწყნარებულად,ზედმეტი სტრესისა და ემოციის გარეშე-თქვენ მართლა ღვთის პირიდან გავარდნილებო, მამამისს ღაში აწყობდა ის რაც სთქვა, რაა!! ათი დღე -ორი კვირის შემდეგ, რომ ეთქვა და თანაც შეჯერებული პოზიცია გაეხმოვანებია არაა!!??...მაინტერესებს რა ქნას ეხლა ამ ბიჭმა კონტრაქტზე,9 მილიონიან ხელფასზე იფიქროს და ფეხებს გაუფრთხილდეს თუ ყველაფერი დადოს მინდორზე,რომ როგორმე შედეგი დადოს. ისე კვარას კი გაუკეთა სუპერშეთავაზება პსჯ-მ 9 მლ-ნი, მაგრამ ნაპოლის აღარ ეკითხებით-დილით ოფიციალურად გაავრცელეს რომ კვარა არ იყიდებაო.
Jora-giorgi
17 ივნისი 2024 16:21
0
კვარაცხელია რა შუაშია ლავრენტას უნდა გაუკეთოთ სუპერ შეთავაზება, ვერაა ესენი.
რრრ
17 ივნისი 2024 16:14
0
თუ ოსიმენი ვერ გაყიდეს მოუწევთ ხვიჩას გაყიდვა
ავთო
17 ივნისი 2024 16:09
0
არ იყიდება რას ნიშნავს? აბა მონობაში გაყიდა ამ უნიათო ჯუღელმა? რა კაპიკები უნდა აძლიონ და მაგ ბანძ გუნდში დაბერდეს? რა მამელუქია თუ?
ისე ხალხნო თუ ვინმე ერკვევით გამაგებინეთ ფეხბურთელს რა შემთხვევაში აქვს კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის ან და სხვა კლუბში გადასვლის უფლება? სანამ თავისუფალი აგენტი არ გახდება? თუ სრულიად უუფლებოა და მხოლოდ გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა?
აბა რა ბერკეტი რჩება ხვიჩას ამ უსამართლობის გამოსასწორებლად? აღარ მოიკლას თავი და თუნდაც სკამზე ჯდომაში აიღოს ეს მცირე ხელფასი რაც აქვს? მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ფორმასაც დაკარგავს და ფასიც დაუვარდება
სად არის გამოსავალი? თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ
inviz9
17 ივნისი 2024 16:01
3
ხოდა ეგაა მთელი მუღამი ტრანსფერების... უმოტოვაციო ფეხბურთელი არავის უნდა, თუნდაც ცოტას იღებდეს ხელფასს, მერე ფასსაც კარგავს... მოლაპარაკებები არის ეგ, გუნდი ცდილობს დაარწმუნოს, მოტივაცია მისცეს და ფეხბურთელი ცდილობს რომ გაუშვას გუნდა, გაყიდოს კონტრაქტი და ფულიც გამოიმუშავოს. ჯინაობას ამ დონეზე არავინ იწყებს როგორც წესი... ლაურენტისი მაგის ჩიტია, პრინციპების გამო 100 მილიონი დაკარგოს? მარა ჩემი აზრით 1 წელი უჩემოიონთალიგოთ არაფერია, მეტად მოინდომებს და თუ გამოვა რაიმე საინტერესო, მეტ დიდებასაც მოიპოვებს და პსჟზე უკეთეს გუნდშიც გადავა...
რა მაფიაა?
17 ივნისი 2024 22:57
0
ბიჭო ეს ჯუღელზე ირიბი დარტყმები რა მოდაშია, რაარი ეს. აღარ გვახსოვს ვინ იიყო კვარაცხელია მაშინ როცა იქ მიდიოდა? მონობაში გაყიიდა და ეგეთები. ცოტა მუხრუჭი იცოდეთ რაა
aridhol
17 ივნისი 2024 16:45
1
არ იყიდება რას ნიშნავს? აბა მონობაში გაყიდა ამ უნიათო ჯუღელმა? რა კაპიკები უნდა აძლიონ და მაგ ბანძ გუნდში დაბერდეს? რა მამელუქია თუ?
ისე ხალხნო თუ ვინმე ერკვევით გამაგებინეთ ფეხბურთელს რა შემთხვევაში აქვს კონტრაქტის ვადამდე გაწყვეტის ან და სხვა კლუბში გადასვლის უფლება? სანამ თავისუფალი აგენტი არ გახდება? თუ სრულიად უუფლებოა და მხოლოდ გუნდის კეთილ ნებაზეა დამოკიდებული გაყიდის თუ არა?
აბა რა ბერკეტი რჩება ხვიჩას ამ უსამართლობის გამოსასწორებლად? აღარ მოიკლას თავი და თუნდაც სკამზე ჯდომაში აიღოს ეს მცირე ხელფასი რაც აქვს? მაგრამ ამ შემთხვევაში ხომ ფორმასაც დაკარგავს და ფასიც დაუვარდება
სად არის გამოსავალი? თუ ვინმემ იცით გამაგებინეთ
inviz9
17 ივნისი 2024 15:51
2
"ნაპოლის" პასუხი ძალიან ადეკვატურია - გაქვს ხელმოწერილი კონტრაქტი თავისი ვადით. შესაბამისად ყველა მხარემ თავისი შესაძლებლობების/ბერკეტების/ინტერესების მიხედვით უნდა იმოქმედოს პროფესიონალურად. ორღობის ჭორები და რაღაცეების გახმოვანება მამის/აგენტის/ჟურნალისტის თუ გულშემატკივრის მხრიდან არის ძალიან არასერიოზული. ერთხელ უკვე წაიფორხილა ჯუღელმა, როცა არავინ ეკითხებოდა და ოსიმენის გეგმებზე დაიწყო კომენტარის გაკეთება (ვითომ ძალიან გავლენიანი ტიპია ამ სფეროში და ინფორმაციას ფლობს. სულ რომ 200%-ით მართალი იყოს, არ არის ეგ კვარას აგენტის საქმე სხვა ფეხბურთელის გეგმებზე კომენტარის გაკეთება). არის რეალური შემოთავაზება და ინტერესი? დაუჯექი იმ შენს საქმიან პარტნიორს (კლუბს), ვისთანაც კონტრაქტი გაქვს და დაუდე შენი არგუმენტები საქმიანად. რა უბედურებაა ეს დედიკო/მამიკო/ბებიის პირით კლუბთან ლაპარაკი?
გიორგი
17 ივნისი 2024 15:18
7
ტყუილად ჯუღელს არ უთქვამს ოსიმენზე. მაგით მიანიშნა კლუბს რომ აი ვის უხდით დიდ ხელფასს და კვარას ერთგულებას კი არ აფასებთო ანუ მოუმატეთ ხელფასიო.მოლაპარაკება მარტო მაგიდასთან კი არ იწყება და არ მთავრდება.
ალო
17 ივნისი 2024 16:44
0
კონტრაქტის დარღვევა რა პრობლემაა? გადაიხდი კომპენსაციას და მორჩა
ნიკა
17 ივნისი 2024 16:25
0
და კიდევ ერთს დავამატებ ჯერ ხვიჩას თამაში არ ქონდა ჩატარებული ხვიჩას მამამ რომ თქვა სასაცილო ხელფასი აქვს ჩემს შვილსო, ჰოდა ეს ნაძირალა ლავრინტი წესიერი კაცი რომ ყოფილიყო გაჩემპიონებიდან მეორე დღესვე ღირსეული კონტრაქტი უნდა შეეთავაზებინა ხვიჩასთვის მაგრამ &ლეზე დაიკიდა იღორა 80 წლის კაცია რა ჰქონია თან წაიღებს მაგდენ ფულს?!
რიკი
17 ივნისი 2024 14:21
1
დაანებოს ამ ბიჭს თავი მამამისმაც, ჯუღელმაც, და ყველამაც, რაც მაგათმა ილაპარაკეს ვიცოდი რომ ამხელა ამბავი ატყდებოდა, თავის საქმისა თვითონ იცის, მეც მინდა რომ რეალში იყოს ან ბაიერნში და ოქროს ბურთი აიღოს შვიდჯერ, მაგრამ შეეშვით რა ასეთი კომენტარებით და გამოსვლებით საქმე უფუჩდება კაცს, წარმატებები ხვიჩას.
გიო
17 ივნისი 2024 13:45
22
ანუ მართა ეგ ორი კაცი უვიცი და დებილი გგონია და ჩვენ ყველა გენიოსი??დდდ ეგ ყველაფერი არაპირდაპირი ისრების სროლა თუ ომია რაც გინდა დაარქვი რომ ზეწოლა მოახდინონ. ღიად აჟღერებენ რომ ხვიჩას მანდ დარჩენა არ უნდა და მსურველ გუნდებს გააკტიურებისკეც მოუწოდებს და ნაპოლის მხარებს ეუბნება რომ შეეგუეთ ბავშვს წასვლა უნდა და ძალით ნუ აკავებთ. ძალით დაკავებული ფეხბურთელი ვერ იქნება პროდუქტიული და მაგით ორივე იზარალებს...
რიკი
17 ივნისი 2024 14:16
2
აგენტმა და მშობელმა თავი როგორ უნდა დაანებოს. გაერკვიე რა გინდა?
zaza
17 ივნისი 2024 13:59
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული