პსჟ-მა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა - ნიკოლო სკირა დეტალებს გვამცნობს

AutoSharing Option
ცნობილი იტალიელი ჟურნალისტი ნიკოლო სკირა გვამცნობს, რომ პსჟ-მა ხვიჩა კვარაცხელიას მორიგი სუპერშეთავაზება გაუკეთა.

წყაროს ინფორმაციით, ქართველი ფეხბურთელი პარიზელთა მთავარი მწვრთნელის, ლუის ენრიკეს სამიზნეა და ჩვენებურის ხელში ჩასაგდებად ყველა ძალას ხმარობს.

ბოლო ცნობებით, ფრანგულმა გუნდმა ჩვენებურის წარმომადგენლებს სეზონურად 9 მილიონი ევრო+ბონუსები და 2029 წლამდე კონტრაქტი შესთავაზა.

შეხსენებისთვის, გუშინ კვარაცხელიას მამამ გადაცემაში "სპორტი იმედზე" განაცხადა, რომ სურვილი აქვს, მისმა შვილმა "პარტენოპეი" დატოვოს; აგენტ მამუკა ჯუღელის თქმით კი, მიზანი ისეთ გუნდში თამაშია, რომელიც ჩემპიონთა ლიგაზე ასპარეზობს. 

თავად "ნაპოლი" ამ კომენტარებს სოციალური ქსელით გამოეხმაურა
და აღნიშნა, რომ კვარაცხელია არ იყიდება. 

alt"კვარაცხელიას კონტრაქტი აკავშირებს და მის მომავალს მამები და აგენტები ვერ გადაგვიწყვეტენ" - "ნაპოლი" ჯუღელისა და ხვიჩას მამის კომენტარს ოფიციალური განცხადებით გამოეხმაურა

მკითხველის კომენტარები / 29 /
კვარაცხელია არ იყიდება:-) ნეტა გაიყიდოს და მერე ნახეთ დე ლაურენტისის წინააღმდეგ მოწყობილი ობსტრუქცია და ნეაპოლური კლუბის წარუმატებლობების მორიგი სერია!
ამით პრეზიდენტი ჭკუას ისწავლის, რაც მეეჭვება, რადგან კუზიანს მხოლოდ სამარე თუ გაასწორებს!
ლაშა
17 ივნისი 2024 13:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული