ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
დავით ყიფიანის ამპლუაში ხვიჩია ვერ მოიგებს, მაგან ჯერ გუცაევი ამპლუა მოირგოს ყიფიანის ამპლუას ჩაკვეტაძე მოირგებს.
Gio
19 ივნისი 2024 14:12
1
წარსულს ჩაბარდა კვარას გამო პანიკური მდგომარეობები დაცვაში))), ბოლო თვეებია აშკარა სტაგნაცია აქვს. გააჩერა ზრდა, სისწრაფე დაკარგა, და ნერვებს აყოლილიცაა ...
თვითმიზნად არ უნდა დაისახოს დრიბლინგები, გუნდურობაზე რომ გადაეწყოს სასურველია და დრიბლინგის საჭიროებაც მდგომარეობიდან გამომდინარე გამოჩნდება..
გველესიანი სასტარტოში ჩეხებთან, იმედია კიტეიშვილიც მზად იქნება. წარმატება საქართველოს
rable
19 ივნისი 2024 14:11
4
ხვიჩას გალანძღვა გუშენდელი თამაშისათვის არასწორი საქციელია. და კარგს არაფერს არ მოუტანს არც ხვიჩას და არც ნაკრებს. ბოლობოლო ხვიჩაზე მაგრებსაც მოსვლიათ ჩავარდნა. ლამძღვა არა, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუ არ უნდა გუშინდელივით ჩაუვარდეს მატჩები.
1. ნაკლები ეგოიზმი - გასაგებია, გოლის გატანა გინდა, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელის არ "შემჩნევა" და ბურთის უაზრო თრევა თან რამდენჯერმე, ყველას თვალში არის უკლასობის ნიშანი. შენ კლასი არ გაკლია და ძალად რატომ ტოვებ ასეთ გრძნობას?
2. როცა ხედავ, რომ დრიბლინგი არ გამოგდის, ჯიუტად ერთი და იგივეს კეთება ასევე უკლასობის ნიშანია და არ უნდა დაგემართოს ასეთი რამ.
3. ფლანგის გაკონტროლება მარტო მცველის საქმე არაა და გუშინ შენი ფლანგზე დაცვაში მუშაობა იყო ძალიან დაბალი ინტენსივობის და დონის.
და ბოლოს, ასეთი დონის ტურნირებზე ჯერ გუნდზე უნდა იფიქრო და მერე საკუთარ პერფორმანსზე. მაშინ ყველაფერი გამოგივა.
არტ
19 ივნისი 2024 12:56
3
გმადლობთ. საქმიანი და კორექტული შენიშვნებია.
გიო
20 ივნისი 2024 15:37
0
ხვიჩამ დავით ყიფიანის ამპლუა უნდა მოირგოს, მით უმეტეს მაშინ, როცა ზივზივზძე და მიქაუტაძე ფორმაში არიან.
ჟორა
19 ივნისი 2024 12:44
10
ვინც გუშინდელი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს უხეშად აკრიტიკებს, ის ან ფეხბურთში არ ერკვევა, ან ქართველი არ არის და ჩვენი გუნდის მშვენიერი თამაშის გამო დაიბოღმა.
რეალობა
19 ივნისი 2024 12:17
8
ისე აჯობებს შენ ისტორიულ სამშობლოს ერევან არარატს მიხედო
რეალობა-ს
19 ივნისი 2024 12:58
6
კვარას რა უფლებით აკრიტიკებთ?! ვინც ბრმა არ არის, ყველა ხედავს, რომ კვარამ სულ არაფერიც რომ არ გააკეთოს, მოწინააღმდეგის დაცვა პანიკაში ჰყავს და ამით ჩვენი შემტევები სარგებლობენ.
Რაგბის ფანი
19 ივნისი 2024 12:07
18
რაგბს მიხედე ფეხბუთი რთული გასაგებია შენთვის..ხვიჩა შენ მაქსიმუმ გუშინწინ გაიგე,ფეხბურთი ხომ საერთოდ
რაგბის ფან-ს
19 ივნისი 2024 22:12
2
ჩემო კარგო ლანძღვა არ არის კარგი, თორემ კრიტიკა ყველასი შეიძლება და არამხოლოდ შეიძლება, არამედ საჭიროცაა. კვარა რომ უკვე მარალი დონის ვარსკვლავია ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი. მაგრამ ფაქტია - კვარამ გუშინდელი მატჩი ჩააგდო და რაც მე მინახავს ეს მისი უსუსტესი თამაში იყო. ამისგან არც ტრაგედია უნდა შევქმნათ, რადგან მსგავსი რამ ყველას მოსდის, მაგრამ არც უნდა გავღიზიანდეთ - როგორ გაბედა ვინმემ და ეს ტქვაო. დარწმუნებული ვარ ჩეხეთთან სრულიად სხვანაირ, ისევ ძველ კვარას ვიხილავთ!
დავით
19 ივნისი 2024 12:46
4
ყველა გამოხმაურება
იმ ჯიგარმა,თურქმა, ბოლო წუთზე თავით ბურთი რომ გამოაძრო, 4 ნომერი მაისურა რომ აცვია და 14 ნომერი შორტი,ღამე მიქარვაში არ გადის?
საქ
19 ივნისი 2024 12:05
3
მოედანზე, ინტელექტიც, უნარებიც ხვიჩას გაჯიუტებული ყმაწვილობის, და 'მამების' მძევალი მეჩვენება. გაბუტული პიტერპენივით თვითშეპყრობილი რო მოსეირნობდა თურქების პირველ გოლზე, ან თავისივე დაკარგულ ბურთზე სხვებს რო აუჯანყდა მოედანზე ბოლოს....
ვანდა ჯიქია
19 ივნისი 2024 11:43
6
ცოტა პოლიტიკური ელფერი გადაკრავდა ჩვენ ფედერაციის მესვეურებს, სანიოლი თითქონ გამოთიშული იყო ნაკრებიდან გუშინ ....
გლეხი
19 ივნისი 2024 11:42
13
თუ შემდეგ თამაშზე ჩეხებთან ეს ისევ ძირითადში იქნება უეჭველი წავაგებთ.დავითაშვილი ან ლობჟანიძე უნდა იყოს
!!
19 ივნისი 2024 11:41
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული