ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
უნდა გეფრინა წესით გუშინ ხვიჩა...
1223
19 ივნისი 2024 10:38
0
ბიჯოო კვარა, რა დაგემართა მოეშვი და ითამაშე. თორემ მოგიწევს რუბინში დაბრუნება.
გიო
19 ივნისი 2024 10:36
10
ერთი შოუ ნაკრებში რო დადგა ამაზეც იფიქრე ხოლმე
შენ ხარ ჩვენი და არა ნაპოლი
ველოდები
19 ივნისი 2024 10:34
4
მალე მოგიწევს აქლემების ლიგაში წასვლა
!!
19 ივნისი 2024 10:25
25
ერთი კაციც ვერ მოატყუე, შენი ბოლო რუბინია
kvaradonajan
19 ივნისი 2024 10:15
33
გუშინდელ "მონდომებულ სირბილში" და სინამდვილეში სიარულში ნამდვილად არ გეტყობოდა რო საქართველოს ნაკრებზე ფიქრობ
სიმართლე
19 ივნისი 2024 10:13
15
სჯობდა გეთამაშა ვიდრე გეფიქრა, ძალიან ფებრს ფიქრობ და გუშინ შენი თამაში ნოლი იყო. ფაქტიურად 10 კაცით ვითამაშეთ შენს გამო
გიორგი
19 ივნისი 2024 10:07
13
და 2 თურქი რო კვარას დასდევდა სულ ? თურქეთმა რამდენით ითამაშა კვარას წყალობით აბა გამოიცანი
გიორგ
19 ივნისი 2024 12:05
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული