ხვიჩა კვარაცხელიამ თურქეთთან მატჩის შემდეგ საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოსა და თურქეთის (1:3) მატჩის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიამ Sky Sports-თან ინტერვიუში საკუთარი მომავლის შესახებ ისაუბრა.

"კვარას" თქმით, ჯერჯერობით მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ფიქრობს და საკლუბო კარიერის შესახებ გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მიიღებს.

"ჩემი მომავალი? ამაზე საერთოდ არ ვფიქრობ, ახლა მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვფიქრობ. არ მინდა ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით დამატებითი კომენტარი გავაკეთო", - განაცხადა კვარაცხელიამ.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფეხბურთელის მამამ, ბადრი კვარაცხელიამ და საფეხბურთო აგენტმა მამუკა ჯუღელმა განაცხადეს, რომ "ნაპოლისა" და მოთამაშეს შორის ყველაფერი ევრო 2024-ის შემდეგ გადაწყდება.

alt

"ასე იცის, როცა მწვრთნელი ვარსკვლავს ვერ ცვლის, მიუხედავად იმისა, რომ თამაში არ მისდის"- რას წერს ადვოკატი ზვიად კორძაძე?
მკითხველის კომენტარები / 60 /
ვინც გუშინდელი თამაშის შემდეგ ფეხბურთელებს უხეშად აკრიტიკებს, ის ან ფეხბურთში არ ერკვევა, ან ქართველი არ არის და ჩვენი გუნდის მშვენიერი თამაშის გამო დაიბოღმა.
რეალობა
19 ივნისი 2024 12:17
8
ისე აჯობებს შენ ისტორიულ სამშობლოს ერევან არარატს მიხედო
რეალობა-ს
19 ივნისი 2024 12:58
6
კვარას რა უფლებით აკრიტიკებთ?! ვინც ბრმა არ არის, ყველა ხედავს, რომ კვარამ სულ არაფერიც რომ არ გააკეთოს, მოწინააღმდეგის დაცვა პანიკაში ჰყავს და ამით ჩვენი შემტევები სარგებლობენ.
Რაგბის ფანი
19 ივნისი 2024 12:07
18
აბა რაა გეთანხმებით სულ რომ ჩრდილში წამოწვეს თავის საქმეს მაინც გააკეთებს!!! კვარამადიდებლობა სხვა კი არაფერია!!!!!!!
rigiti
19 ივნისი 2024 12:45
5
ჩემო კარგო ლანძღვა არ არის კარგი, თორემ კრიტიკა ყველასი შეიძლება და არამხოლოდ შეიძლება, არამედ საჭიროცაა. კვარა რომ უკვე მარალი დონის ვარსკვლავია ამას არ ჭირდება ბევრი ლაპარაკი. მაგრამ ფაქტია - კვარამ გუშინდელი მატჩი ჩააგდო და რაც მე მინახავს ეს მისი უსუსტესი თამაში იყო. ამისგან არც ტრაგედია უნდა შევქმნათ, რადგან მსგავსი რამ ყველას მოსდის, მაგრამ არც უნდა გავღიზიანდეთ - როგორ გაბედა ვინმემ და ეს ტქვაო. დარწმუნებული ვარ ჩეხეთთან სრულიად სხვანაირ, ისევ ძველ კვარას ვიხილავთ!
დავით
19 ივნისი 2024 12:46
4
ყველა გამოხმაურება
სჯობდა გეთამაშა ვიდრე გეფიქრა, ძალიან ფებრს ფიქრობ და გუშინ შენი თამაში ნოლი იყო. ფაქტიურად 10 კაცით ვითამაშეთ შენს გამო
გიორგი
19 ივნისი 2024 10:07
13
და 2 თურქი რო კვარას დასდევდა სულ ? თურქეთმა რამდენით ითამაშა კვარას წყალობით აბა გამოიცანი
გიორგ
19 ივნისი 2024 12:05
4
კვარა ჩვენი ბრილიანტის ბიჭი ხარ და უნდა გაიბრწყინო რომ თვალი მოსჭრა მტერსაც და მოყვარესაც. ჩვენ შენთვითონ მიგვაჩვიე და ნაკლებს არ მოგიწონებთ. ეს ის ადგილია სადაც შენი სიტყვა უნდა თქვა. ევროპის ჩემპიონატზე შენი კვალი უნდა დატოვო.
G.LA
19 ივნისი 2024 10:52
11
ხვიჩას გალანძღვა გუშენდელი თამაშისათვის არასწორი საქციელია. და კარგს არაფერს არ მოუტანს არც ხვიჩას და არც ნაკრებს. ბოლობოლო ხვიჩაზე მაგრებსაც მოსვლიათ ჩავარდნა. ლამძღვა არა, მაგრამ რამდენიმე შენიშვნა აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს თუ არ უნდა გუშინდელივით ჩაუვარდეს მატჩები.
1. ნაკლები ეგოიზმი - გასაგებია, გოლის გატანა გინდა, მაგრამ უკეთეს მდგომარეობაში მყოფ თანაგუნდელის არ "შემჩნევა" და ბურთის უაზრო თრევა თან რამდენჯერმე, ყველას თვალში არის უკლასობის ნიშანი. შენ კლასი არ გაკლია და ძალად რატომ ტოვებ ასეთ გრძნობას?
2. როცა ხედავ, რომ დრიბლინგი არ გამოგდის, ჯიუტად ერთი და იგივეს კეთება ასევე უკლასობის ნიშანია და არ უნდა დაგემართოს ასეთი რამ.
3. ფლანგის გაკონტროლება მარტო მცველის საქმე არაა და გუშინ შენი ფლანგზე დაცვაში მუშაობა იყო ძალიან დაბალი ინტენსივობის და დონის.
და ბოლოს, ასეთი დონის ტურნირებზე ჯერ გუნდზე უნდა იფიქრო და მერე საკუთარ პერფორმანსზე. მაშინ ყველაფერი გამოგივა.
არტ
19 ივნისი 2024 12:56
3
გმადლობთ. საქმიანი და კორექტული შენიშვნებია.
გიო
20 ივნისი 2024 15:37
0
კვარა შესწავლილი ყავთ 100ანზე მცველებს.
ან ტაქტიკა შეცვალოს ან პოზიცია თორე სულ ამ დღეში ეყოლებათ, ფეხს არ გაანძრევინებენ. ემოციურად გატყდება თვითონაც, რწმენას დაკარგავს.
ყველას ეგ გვინდა რომ გაიბრწყინოს მაგრამ მეტია საჭირო. "ასე ვერ გავფრინდებით"
დინოზავრი
19 ივნისი 2024 11:27
1
კაპიკია შენი ფასი ხვიჩა, იმ მომენტში როცა საქართველოს საჭიროებისთვის არ გადადებ თავს და არ ისეირნებ სტადიონზე, გული, აი რა გაკლია შენ, ეხლა გინდა პესეჟეში გადადი და გინდა ნაპოლიში დარჩი
კახა
19 ივნისი 2024 10:57
32
მართალია, ამას თავი მართლა პელე გონია, გაუავარდა 1 სეზონი და ეგ იყო რა... იქნება ჩვეულებრივი კარგი ფეხბურთელი, რომლის მსგავსი ბევრი ყოლია ნაკრებსაც და ნაპოლისაც.
სიმართლე
19 ივნისი 2024 11:19
16
გუშინდელ "მონდომებულ სირბილში" და სინამდვილეში სიარულში ნამდვილად არ გეტყობოდა რო საქართველოს ნაკრებზე ფიქრობ
სიმართლე
19 ივნისი 2024 10:13
15
ირაკლი აზაროვი ბოდიში. სანამ კალაძე კობიაშვილი პირად ინტერესებს ნაკრებზე წინ დააყენებენ ასე იქნება.ბუდუს არ თამაში,აზაროვის არ გამოძახება,არაბიძეს არ გამოძახება..
გულშემატკივარი
19 ივნისი 2024 10:46
17
ბიჯოო კვარა, რა დაგემართა მოეშვი და ითამაშე. თორემ მოგიწევს რუბინში დაბრუნება.
გიო
19 ივნისი 2024 10:36
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული