"მიქაუტაძის გოლი? შემთხვევით გაიტანა, "აიაქსის" დონის ფორვარდი ნამდვილად არ არის" - "აიაქსისა" და "ფეიენოორდის" ყოფილმა კაპიტნებმა მიქაუტაძის შესახებ განსხვავებული მოსაზრებები დააფიქსირეს

AutoSharing Option
გუშინ, 18 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ ტურში, საქართველო თურქეთთან 1:3 დამარცხდა. 

"ჯვაროსნებიდან" ერთადერთი გატანილი გოლის ავტორი გიორგი მიქაუტაძე გახდა. ნიდერლანდების ნაკრების ვეტერანმა ფეხბურთელებმა და ამჟამად საფეხბურთო ექსპერტებმა რაფაელ ვან დერ ვაარტმა და პიერ ვან ჰოიდონკმა "მეცის" ფორვარდის თამაში შეაფასეს.

"მიქაუტაძის გოლი? ეს შემთხვევითობა იყო, მჯერა, რომ "აიაქსის" დონის ფორვარდი არ არის. სამწუხაროა, რომ ჟორჟმა "აიაქსში" თავი ისე ვერ წარმოაჩინა, როგორც ამას საქართველოს ნაკრებსა და "მეცში" ახერხებს", - განაცხადა ვან დერ ვაარტმა.

განსხვავებით "აიაქსის" კაპიტნისა, ქართველის შესახებ დადებითად ისაუბრა
პიერ ვან ჰოიდონკმა.

"მიქაუტაძემ "მეცში" გატარებულ 6 თვეში 14 გოლის გატანა მოახერხა. ის ისეთი ცუდი არ არის, როგორც ნიდერლანდებში ამბობენ, ჟორჟს "აიაქსში" თავის პოზიციაზე საერთოდ არ ათამაშებდნენ. თურქეთთან მატჩშიც ბევრი რამის გაკეთება შეძლო და გოლის გატანაც მოახერხა, რაც ევროპირველობაზე ბრწყინვალე მიღწევაა", - განაცხადა ვან ჰოიდონკმა.

წყარო

alt"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

altქოჩორაშვილის მაგარი მოქმედება და მიქაუტაძემ თურქეთს გაუთანაბრა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 53 /
და აიაქსის რა დონისაა?
დათო
20 ივნისი 2024 10:30
0
აიაქსის დონის ნამდვილად არ არი ბევრად დიდია მიქაუტაძის დონე!
berg
20 ივნისი 2024 10:07
1
და შენ აიაქს რა დონე აქვს? ლიგის ზონაში ვერ ხვდება :)
d
20 ივნისი 2024 09:51
1
შეიძლება მიქაუტაძე მსოფლოის არ აზაზანზარებს, მაგრამ თანამედროვე ფეხბურთში რა დონე აქვს ,,აიაქსს" ამისთანა? გუნდი არის საშუალო და ოდნავ საშუალოზე დაბალი ევროპული დონის. მასე 50% გოლების შემთხვევითობაა. თურქების პირველი გოლიც შემთხვევითობა იყო. შემთხვევით მოიგერიეს დამრტყმელამდე ისე, რომ კარგად მოაჯდა ფეხზე.
მერო
20 ივნისი 2024 09:44
1
ჯერ კიდევ რინუს მიხელსის დროიდან მომწონდა აიაქსის თამაში, ეხლა ატანა არა მაქვს.ცოტაც და დაღუპავდნენ ამ ბიჭის კარიერას.
მერაბი
20 ივნისი 2024 09:16
1
კაცუნა პირი გამოირეცხე გიორგის ხსენებამდე !
გიორგი მიქაუტაძე გვჯერა შენი )))
იმედი მაქვს ევროზე წარმატებული გამოსვლის შემდეგ კარგ გუნდშიც გადახვალ.
დავითი
20 ივნისი 2024 09:11
1
აიაქსი თორე არ იყოს ესეც სიტი არეალი დღეს დღეისობით დუდელანჟეს დონის გუნდია თავის მწვრთელიან ფეხბურთელებიანად...კარგია რომ მიქა წამოვიდა.მაქედან...არაფრით არ განსხვავდება დიდად ჰოლანდიის და საფრანგეთის ჩემპიონატის...კაცმა ნახევარ სეზონში რაც შეძლო ამას დანახვა და დაფასება უნდა. არა ვანდერვაატის ბოდვა .
თემო
20 ივნისი 2024 08:28
1
რა ყველამ პირი შეკარით მიქაუტაძის წინააფმდეგ,ექსპერტები კიარა ყვერების ჯოგი გახდით.
მიქაუტაძემ დაამტკიცა უკეთეს ლიგაში თუ რა შეუძლია.
ლევან
20 ივნისი 2024 08:07
1
ბრობი რო გყავს თავდასხმაში და მაინც სხვას აკრიტიკებ,კლასს უწუნებ,ხომ ხარ უნამუსო? კარგია რო წამოვიდა მაგ გუნდიდან,მომავალი გვიჩვენებს ვინ როგორია და ყველამ თავის ღიპს მიხედოს რაფაელ
იასონას უდარი
20 ივნისი 2024 05:40
0
რაღაც პიროვნულს დაემსგავსა ჰოლანდია/აიაქსელების მხრიდან მიქაუტაძის ასეთი ამოჩემება. რაღაც სხვა მოხდა მგონია მიქაუტაძის აიაქსში გადასვლის დროს, რაც გარეგნულად არ ჩანს და არ ვიცით. გამწარებულები ერჩიან. შეიძლება არ მოგწონდეს ან არ თვლიდე მაღალი დონის ფორვარდად, მაგრამ აი ასეთი გაწიწმატება და თუ გინდა არაკოლეგიალურობა - არა კაცო, შემთხვევით გაიტანა და მეციც შემთხვევით ათრია და ა.შ. გაუგებარია
გიორგი
19 ივნისი 2024 23:57
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული