ფრანჩესკო კალცონა: კვარაცხელია "ოქროს ბურთს" მოიგებს, თუ...

AutoSharing Option
სლოვაკეთის ნაკრების მწვრთნელმა ფრანჩესკო კალცონამ "კორიერე სპორტთან" ინტერვიუში "ნაპოლიში" მუშაობის პერიოდი გაიხსენა და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

"გუნდის და სატურნირო მდგომარეობის გამო ამა თუ იმ ფეხბურთელის პირადი პრობლემების მოსაგვარებლად ძალიან ცოტა თავისუფალი დრო მქონდა. რა აკლია კვარაცხელიას? თქვენ ევროპის ჩემპიონატზეც ხედავთ ბევრ მაღალი დონის ფეხბურთელს, რომლებიც უბურთოდ თამაშში აქტიურ და სისტემურ მონაწილეობას იღებენ. "კვარა" ამას იშვიათად აკეთებს. აგრეთვე, 30 მეტრის მანძილიდან უკეთ დარტყმა უნდა ისწავლოს და ნახევარდაცვაში უფრო პროდუქტიული იყოს. თუ ამ სამი კომპონენტის გამოსწორებას შეძლებს, "ოქროს ბურთს" მოიგებს, დარწმუნებული
ვარ".

altკონტემ კვარაცხელიასთან და დი ლორენცოსთან დაკავშირებით ვერდიქტი გამოიტანა

altნეაპოლში თავს იმშვიდებენ, რომ ეს შესაძლოა, კვარაცხელიას დარჩენის მანიშნებელი იყოს - რა ფოტოები გამოაქვეყნა გუშინ ხვიჩას მეუღლემ და რას წერს იტალიური მედია ამის შესახებ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 27 /
თანამედროვე ფეხბურთში მთავარი სწორედ ეგ 3 კომპონენტია და რაც აქამდე ვერ გააკეთა რაღაც ეჭვი მეპარება აწი დახვეწოს.ვისაც გუშინდელი თამაში არ გინახავთ ესპანეთის უყურეთ და მიხვდებით,შემდეგ შეადარეთ როგორ ითამაშეს 19 და 16 წლის ვინგერებმა ნიკო ვილიამსმა და იამალიმ,შემდეგ შეადარეთ კვარაცხელიას თამაში თურქეთან.მთელი თამაში არ გაჩერებულან სადამდე ჩადიოდნენ ბურთის ამოსატანად,ბურთის ართმევაზე როგორ მუშაობდენ,რამდენი კილომეტრი ირბინეს,ეგაა თანამედროვე ფეხბურთი.
თემო
21 ივნისი 2024 09:42
2
ქოჩორა მაგარია მაგრამ ვინც აპიარებს ნახევარზე მეტი ნაცია და კვარას ოქროს ბურთი ბაუნტის რეკლამაა ძნელია გაიგო სად მთავრდება რეალობა და იწყება ოცნება:)))
ჟორა
21 ივნისი 2024 08:52
21
ქოჩორა უნდათ უფრო პოპულარული გახადონ კვარაზე,რადგან პადდერჟკა მისცა აქციებზე,კვარამ კი არა და აითვლწუნეს,მომენტს არ უშვებენ ხელიდან,რომ არ გააკრიტიკონ.კვარას პოპულარობას ვერაფრით გადაფარავთ ტ@@ზეც რომ გასკდეთ,მაგაზე ძლიერი ჯერ არავინაა საქართველოშში.იქით იქით კიდევ უფრო ძლიერი და პოპულარული იქნება,უფრო გასკდებით ბოღმით.
მირო
21 ივნისი 2024 01:10
79
ხვდები მაინც რა სისულელეს ამბობ?სისულელე სისულელედ,მაგრამ ნაკრების ერთიანობასაც ანგრევ,მათი დაპირისპირების მცდელობით!
სოსო
21 ივნისი 2024 17:21
0
ბოღმაზე ვინ სკდება კი ჩანს შენი კომენტარიდან..ფეხბურთელების დაყოფა ნაცებად და ქოცეად მხოლოდ თქვენ მოგივათ აზრად.
დავითი
21 ივნისი 2024 09:50
2
ყველა გამოხმაურება
ქოჩორაზე წერეთ მეტი, კვარა უკვე არც ისე აქტუალურია
gela
21 ივნისი 2024 00:00
78
ქოჩორას ვენაცვალე მაგრამ კვარაა არც ისე აქტუალური?? ნუ გვაცინებ გელა.
GELA_ს
21 ივნისი 2024 09:09
1
ეს სამი კომპონენტია ფეხბურთი მეტი რა.დდდდდ
ეეე
20 ივნისი 2024 23:50
26

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული