Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.
გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.
მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.
"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.
ჭკვიანი?! მიქაუტაძე კი არა, მოხარშული წაბლი არ გინდა? თუ მთვარეზე გაფრენა გირჩევნია? ჩვენი ბიჭი ნამდვილად არ განიცდის წინადადებების ნაკლებობას და არჩევანს თავად გააკეთებს!