Milliyet: მიქაუტაძის თამაშით მოხიბლულმა მოურინიომ ტრანსფერის განხორციელება მოითხოვა

AutoSharing Option
Milliyet-ის ცნობით, "ფენერბაჰჩეს" ახალი მწვრთნელი ჟოზე მოურინიო ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მატჩებს დიდი ყურადღებით აკვირდება და გიორგი მიქაუტაძის თამაშით მოიხიბლა.

გამოცემის მტკიცებით, მოურინიომ სტამბოლური კლუბის ხელმძღვანელობას "მეცის" ბომბარდირის შეძენა მოსთხოვა, რომელიც ევრო 2024-ის ვარსკვლავია.

მიქაუტაძით აგრეთვე "ლიონი", "მარსელი", "რენი" და გალათასარაი" არიან დაინტერესებული, მისი სატრანსფერო ღირებულება 15 მილიონი ევროა, "მეცი" კი 20 მილიონად აფასებს.

"ფენერბაჰჩემ" თურქეთის სუპერლიგაში მეორე ადგილი დაიკავა და ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მკითხველის კომენტარები / 20 /
ფენერბახჩე კი არა კრილია სოვეტოვი არ გინდა? ჩვენი ბიჭი მონაკოში მიდის. მიდი რა ჟოზე დაახვიე სადაც ხარ.
G.LA
03:06 24-06-2024
11
ოხ ამას იუვე, მილანი ან ბარსელონა წაიყვანდეს რააა
ზაქრო პაპა
00:26 24-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული