ანტონიო კონტე კვარაცხელიასა და დი ლორენცოზე: საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება ნონსენსია

AutoSharing Option
ნეაპოლურმა კლუბმა ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე ოფიციალურად წარადგინა. მან პრეზენტაციაზე ხვიჩა კვარაცხელიასა და ჯოვანი დი ლორენცოს თაობაზე ისაუბრა:

"ჩვენ კვარაცხელიას საკითხით კლუბთან ერთად ვართ დაკავებული. პრეზიდენტისგან მხოლოდ ერთი გარანტია მინდოდა მიმეღო - რომ სწორედ მე გადავწყვეტ, ვინ დარჩება და ვის შეუძლია წასვლა. ამ საკითხში კატეგორიული ვიყავი, რადგან საუკეთესო ფეხბურთელების გასხვისება ნონსენსია.

"კვარას" ყოველთვის რაღაც განსაკუთრებულის გაკეთება შეუძლია, ფანტაზია გააჩნია და საგოლე გადაცემების გაკეთება ეხერხება, ფლანგზეც თამაშობს და ცენტრშიც. მის უნარებს გავაფართოებთ და გავამხნევებთ.

დი ლორენცოს არა მარტო ტოპ-ფეხბურთელად, არამედ გასახდელში მნიშვნელოვან  ფიგურად ვთვლი.
მათ ვესაუბრე, რადგან მინდოდა ჩემი იდეები გადამეცა. თავიანთი აზრები მათაც გამიზიარეს. თუ ყველა საკითხი გადაწყდა, მაშინ მოთამაშეები, რომლებიც პროექტის ნაწილს წარმოადგენენ, ასი პროცენტით ჩემთან, "ნაპოლიში" დარჩებიან. ეს ყველასთვის გასაგები უნდა იყოს. გუნდს აუცილებელია იმაზე მკვეთრად ჩამოყალიბებული იდეები ჰქონდეს, თუ რის გაკეთებას ვაპირებთ".

მკითხველის კომენტარები / 3 /
ნონსენსი ჩემო ძმაო ფეხბურთელის სურვილის არგათვალისწინებაა! ფაქტია ხვიჩა ნაწყენია კლუბზე და წასვლა უნდა. მასეა როდესაც შენს ფეხბურთელს როგორც მონას თუ ნივთს აღიქვამ და ამცირებ მაგ სასაცილო კონტრაქთით, იმიტომ რომ გამოუცდელობის თუ უვიცობის გამო ცუდ კონტრაქტს მოაწერა ხელი.. შე დალოცვილო 100 წლის მერე ჩემპიონატი მოგაგებინა გახდა საუკეთესო ფეხბურთელი, მეორე დღეს დაუძახე მიეცი ღირსეული ხელფასი და მადლობა გადაუხადე თან წაიღებ მაგ მილიონებს?! ასევე ნაპოლის ფანებიც დამნაშავეები არიან კურდღლებივით განაბულელბი რომ არიან....
რიკი
20:11 26-06-2024
1
“თუ ყველა საკითხი გადაწყდა” მნიშვნელოვანი ფრაზაა. ეს ნიშნავს კონტეც ვერ იძახის 100% რომ ხციჩა ნაპოლიში დარჩება, რაც ძალიან მახარებს. არავის და არაფრის ხათრით ხვიჩამ გრანდში (პსჟ) გადასვლაზე უარი არ უნდა თქვას.
G.LA
21:34 26-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული