"კვარაცხელიამ რონალდოს ყველა ასპექტში აჯობა, კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს..." - სიომინმა საქართველოსა და პორტუგალიის მატჩი შეაფასა

AutoSharing Option
ცნობილმა რუსმა მწვრთნელმა იური სიომინმა Championat-თან ინტერვიუში ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის (2:0) მატჩზე ისაუბრა.

სიომინის თქმით, ხვიჩამ ამ შეხვედრაში კრიშტიანოს აჯობა. გამოცდილმა სპეციალისტმა "ჯვაროსნების" დაცვის ხაზიც გამოარჩია.

"საქართველოს ნაკრები დაცვაში ბრწყინვალედ გამოიყურებოდა, რაც მათგან უჩვეულოა; კონტრშეტევები კი ძალიან სახიფათო ჰქონდათ. ამ კომპონენტში ორი ფორვარდი, ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მიქაუტაძე, გამოირჩეოდა. ამ შეხვედრამ გვაჩვენა, რომ ქართველებს ნამდვილი გუნდი ჰყავთ.

ყველამ დავინახეთ, რომ როცა საქართველოს ნაკრები ბურთს კარგავდა, ხვიჩა დაცვაში ჩადიოდა და ბოლო მომენტამდე იბრძოდა. კვარაცხელიამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ევროპაში
ერთ-ერთი საუკეთესოა. რონალდოსთან შედარებით, ყველა ასპექტში უკეთესი იყო.

საბა კვირკველიას ამბავიც ძალიან მახარებს. ის "ლოკომოტივის" "ოქროს სეზონის" ერთ-ერთი შეუცვლელი წევრი იყო. პატივისცემას საქართველოს ნაკრების სამწვრთნელო შტაბიც იმსახურებს", - განაცხადა სიომინმა.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე F ჯგუფში 4 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გავიდა, სადაც ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე გაიმართება.

altსავარაუდოდ, ქართველი ფანის თავდასხმა რონალდოზე თუ მიახლოება კუმირთან? - ჩვენს ნაკრებთან მატჩის შემდეგ კრიშტიანო შოკირებული დარჩა და ტრავმას გადაურჩა [VIDEO]

altმომენტი და დიდი უცნაურობა, რომელიც ბევრს გამორჩა - რა გააკეთა საქართველო-პორტუგალიის მატჩის მსაჯმა კრიშტიანო რონალდოსთვის ყვითელი ბარათის მიცემის შემდეგ [PHOTO]

altგასახდელისკენ მიმავალი გაგიჟებული რონალდო ქართველებს ამას აჩვენებდა - ინტერნეტში პორტუგალიელი ვარსკვლავის კადრები ვრცელდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 20 /
აჰა, 24საათი არ გასულა და წავიდა ისევ ერთმანეთის ჯიჯგვნა და ჭამა, ე ბიჭო ისიამოვნეთ და დატკბით დღევანდელი ზეიმით და სიხარულით, თუ გშიათ მომწერეთ ჩემთან შევიკრიბოთ დავლიოთ, აღვნიშნოთ, ფეხბურთზე ვილაპარაკოთ, გავიცნოთ ერთმანეთი , ჩავეხუტოთ და გავარჩიოთ თამაში, მოვეფეროთ ამ საამაყო ბიჭებს და კიდევ ერთხელ მივულოცოთ ჩვენს საქართველოს ეს წარმატება განურჩევლად პოლიტიკური მხარისა, ეეჰ მგონი მაინც არაფერი გვეშველება სამწუხაროდ.
ზაკო
27 ივნისი 2024 19:28
1
საქართველოში ოდიდანვე იყოს ეს ბინძური საქციელები ჩემო ძმაო და ეს არის ქართული ადამიანის ყველაზე დიდი სენი და ასედ ხალხს საერთოდ ყურადღება არ უნდა მიაქციო დააიგნორო დაჭამონ მერე ერთმანეთი ამად უნამუსო ქართველობა რა ვთვი.დალოცოს ღმერთმა ჩვენი ქვეყანა და ჩვენს ბიჭებს წარმატება და ღვთის წყალობა უსურვოდ ამინ ამინ ამინ
კაკო
28 ივნისი 2024 11:25
0
სლავა უკრაინჩიკებმა რატო არ მოგვილოცეს? გეროიამ სალა მაშინ :)))
ევროპელებს
27 ივნისი 2024 18:44
44
ვინმე ექიმი იქნებ ნახო, მიასწარი დროზე.
ლექსო
27 ივნისი 2024 22:30
4
ჩემს მოპასუხეს! კიდევ მე დავიწყე? შენ მართლა ნაცსექტავ. ვერ ხედავ რა კომენტარს ვუპასუხე? თქვენმა უბოროტესმს ქიცხროვამ დადო ასეთი კომენტარი თუ მე. თან ევროპელებსო... კითხვა მაქვს ერთი .ისე და ეს ტურნირი ევრო24 თუ აზია 24 შენთვის?
დავით 67
27 ივნისი 2024 21:32
4
ყველა გამოხმაურება
მეგობრებო კიდევ მინდა ხაზი გაუსვა რომან ფიფიას დამსახურებას მის აშენებულ აკადემიაში გაიზარდა ნახევარი ნაკრების წევრები და ეს პოლიტიკური მიზნების გამო უსამართლობად მიმაჩნია მის წინააღმდეგ კამპანია...თვითონ შეიძინონ სხვა გუნდი და განავითარონ დაანებონ დინამოს თავი...კარგი საფეხბურთო ბაზა თავისი ტრენაჟორებით ჭირდება მთელ ქვეყანას
გიო
27 ივნისი 2024 16:49
8
გუბაზს

უკრაინის ჩარჩენა ნამდვილად არ გამხარებია. საქართველოს შედარება უკრაინასთან როგორ შეიძლება? საქართველო ყველა ქართველისათვი და ბევრი არაქართველისათვისაც სამშობლოა და ეგ კომენტარი შეურაწყოფაა ყველასთვის. გამარჯვება საქართველოს. ❤️
G.LA
27 ივნისი 2024 16:41
3
შევჩენკო და ზიჩენკო რატო არ გვილოცავენ? ეგ შურიანები
დათო
27 ივნისი 2024 16:38
18
აი კვარა რუსეთში წარმატებული გახდა და მერე წავიდა ევროპაში.
ლადო
27 ივნისი 2024 16:36
12
სიომონი ყველაზე ჯიგარი რუსია.
ზაზა
27 ივნისი 2024 16:35
2
იწამეთ მამა გიორგი ბასილაძის მან ყველა თემაზე ისაუბრა მათ შორის ფეხბურთზე ყველა თემაა გაშლილი მის მიერ ნელ ნელა ვუახლოვდებით მის წინასწარმეტყველებებს ყველა მიმართულებით . "ჩვენი გამარჯვებების დრო ძალიან ახლოსაა" მამა გიორგი
იმერელი
27 ივნისი 2024 16:35
8
წარმომიდგენია ზოგ ქართველს როგორ გაუტყდა უკრაინა რომ ჩარჩა და ჩვენ გავედით
გუბაზა
27 ივნისი 2024 16:04
63
გუბაზას და ვვვ-ს–ს მივმართავ: ძაან აღტკინებული ... ხართ, რა. ერი ზეიმობს და თქვენ რაებს წერთ, თქვე ტროლ–ბოტებო
მერაბი
27 ივნისი 2024 18:15
7
ჩემი მეგობარის მამას,გუშინ სიხარულისგან გული გაუსკდათამაშის მერე და გარდაიცვალა( ღმერთმა გაანათლოს!) . როგორ არ გრცხვენია მაგას რომ წერ?
დიმო
27 ივნისი 2024 17:57
2
ყველა გამოხმაურება
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული