მოსკოვის "ლოკომოტივის" ექს-მწვრთნელმა იური სიომინმა თავის ყოფილ ფეხბურთელზე, ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა:
"კვარაცხელია დიდი ხანია მაღალ დონეზე ასპარეზობს. ხვიჩა ხომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. შესაძლოა, "ნაპოლიში" დარჩენა მისთვის რთული იყოს. სირთულე უფრო იმაშია, რომ კლუბი ხშირად იცვლის მწვრთნელს. მასზე უკეთ არავინ იცის, დარჩეს თუ სხვა გუნდში გადავიდეს.
შეძლებს თუ არა "რეალის" დონის გაქაჩვას? მადრიდში ამ პოზიციაზე უკვე ჰყავთ მოთამაშე. ვფიქრობ, "რეალში" გადასვლა არ უღირს. იქ რატომ უნდა წავიდეს? პსჟ-ში კი "კვარასთვის" ადგილი არის, იქ გადაბარგება შეიძლება. ამ ვარიანტის განხილვა შესაძლებელია.
ახლა მას ისეთ კლუბში გადასვა სჭირდება, რომელიც პროფესიული თვალსაზრისით წინ წასწევს", - განუცხადა სიომინმა Metaratings-ს.