მამარდაშვილი FourFourTwo-მ მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარეთა შორის შეიყვანა

AutoSharing Option
ავტორიტეტულმა ბრიტანულმა FourFourTwo-მ მოცემულ მომენტში მსოფლიოს 10 საუკეთესო მეკარის რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში საქართველოს ნაკრებისა და "ვალენსიას" კარის დარაჯი გიორგი მამარდაშვილი შეიყვანა.

1. ალისონ ბეკერი (ლივერპული/ბრაზილია)
2. ედერსონ მორაესი (მანჩესტერ სიტი/ბრაზილია)
3. მარკ-ანდრე ტერ შტეგენი (ბარსელონა/გერმანია)
4. მიკ მენიანი (მილანი/საფრანგეთი)
5. მანუელ ნოიერი (ბაიერნი/გერმანია)
6. ჯანლუიჯი დონარუმა (პსჟ/იტალია)
7. იან ობლაკი (ატლეტიკო/სლოვენია)
8. ემილიანო მარტინესი (ასტონ ვილა/არგენტინა)
9. იან ზომერი (ინტერი/შვეიცარია)
10. გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია/საქართველო)

გამოცემა ქართველის შესახებ აღნიშნავს, რომ მეკარეები როგორც წესი წარმატებული კარიერის პიკს 30 წლის ასაკში აღწევენ, ამდენად ძნელი წარმოსადგენია იქამდე რამხელა დონეს შეუძლია მიაღწიოს, რამეთუ
შთამბეჭდავი აგებულებისაა, არა მარტო საჯარიმოში ჩაწოდებული მაღალი ბურთების დაუფლებაშია მარჯვე, არამედ დაბალი ბურთების მოგერიებაში, რაც ტანმაღალი მეკარეებისთვის სირთულეს წარმოადგენს, თავისი ოსტატობით საქართველოს ნაკრებს ევროპირველობის პლეი-ოფში გასვლაში დაეხმარა და ძალიან ნიჭიერი ფეხბურთელის ერთ-ერთ ევროპულ გრანდში გადასვლა მხოლოდ დროის საკითხია.

altგიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

altხოსე ბორდალასი: მამარდაშვილის გამო ესპანეთს პრობლემები შეექმნება - ქართველები ამ მატჩს ჩვენთვის ძალიან რთულს გახდიან

alt"მას ყველა აკვირდება" - "ტოტენჰემის" მთავარმა მწვრთნელმა "მამარდაზე" ისაუბრა

alt"ჩვენი სკოლის მიმდევარია, საბჭოთა მეკარის მსგავსად თამაშობს" - კავაზაშვილმა მამარდაშვილზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 6 /
მსოფლიოს კიდევ ტალანტი გგონიათ გიორგი? მამარდა უკვე შემდგარი ვარსკვლავია და მსოფლიოს სამწუხაროდ, საქართველოს ცაზე ციმციმებს. მამარდა შენ უკვე უნდა იფიქრო ისეთ გუნდზე სადაც ტიტულებს მოიგებ. ვინც გეტყვის რომ აქ გადადი იქ გადადი განვითარდებიო, დამიჯერე ტიტულების მოგების დაწყების დროა, შენ რომ ვალენსიაში ნორმალური მცველები გყოლოდა, დარწმუნებული ვარ 13 კი არა 20 ზე მეტ მატჩში გოლს არ გაუშვებდი და ესპანეთის ჩემპიონატის კი არა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატების საუკეთესო მეკარედ დაგასახელებდნენ. ღმერთი შენსკენ და სულ წარმატებები.
roma bejanidze
06:30 29-06-2024
3
შეიძლება ადამიანმა თქვას რომ მსოფლიოს საუკეთესო არ არისო მაგრამ ვერც იმას იტყვის ვერავინ მსოფლიოში რომელიმე მეკარე სჯობს მამარდას . წარმატებები გიოს
ტოტტი
07:21 29-06-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული