"ბაიერნში" თამაშს მხოლოდ ერთ შემთხვევაში დავთანხმდები" - მამარდაშვილმა "რეკორდმაისტერში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუშინ, 30 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 1:4 დამარცხდა. "ჯვაროსნების" რიგებში გიორგი მამარდაშვილმა მორიგი შესანიშნავი მატჩი და ანალიტიკური საიტებისგან მაღალი შეფასებებიც დაიმსახურა.

შეხვედრის შემდეგ "მამარდამ" Sky Deutschland-თან "ბაიერნში" შესაძლო გადასვლაზე ისაუბრა. მისი თქმით, "რეკორდმაისტერში" ტრანსფერს მხოლოდ იმ შემთხვევაში განიხილავს, თუ პირველ ნომრად ითამაშებს.

"ბაიერნს" მსოფლიოში საუკეთესო მეკარე ჰყავს და იქ გადასვლას ამ მომენტისთვის არ განვიხილავ. "რეკორდმაისტერში" თამაშს მხოლოდ იმ შემთხვევაში დავთანხმდები, თუ პირველი მეკარე ვიქნები", - განაცხადა მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, წამყვანი ესპანური გამოცემების ცნობით, გიორგი მამარდაშვილი "ვალენსიას" სულ მალე
დატოვებს. "ღამურები" ქართველ კარის დარაჯს 35-40 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეელევა.

altშთამბეჭდავი მაჩვენებელი - რამდენი მოგერიება შეასრულა გიორგი მამარდაშვილმა ევრო 2024-ზე?

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთთან დამარცხდა - "ჯვაროსნების" საოცარი თავგადასავალი ევრო 2024-ზე დასრულდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 9 /
ერთი მხრივ, კარგია - ნოიერი უკვე 38 წლისაა და განა რამდენ ხანს იქნება. მე მგონი, მაგასთან ურთიერთობაში რაღაცების სწავლა ნამდვილად შეუძლია გიორგის. თუმცა, მეორე საკითხია ის, რომ ბაიერნიდან ტუხელი მიდის, ჯერ ახალი მწვრთნელი არ ჰყავთ, მენეჯმენტშიც პრობლემებია და ამ ვითარებაში რამდენად მოიკიდებს ფეხს ახლადაღიარებული კაცი?. ისე, რა მაგარია, რომ უკვე იქამდეა საქმე მისული, აქეთ რომ უყენებს მამარდაშვილი პირობებს "ბაიერნს" :) იმედია, კარგ გუნდში ვიხილავთ საბოლოოდ, ბაიერნი იქნება, თუ რამე სხვა.
fofo
02 ივლისი 2024 13:40
1
ჭეშმარიტი ლიდერი და კაშკაშა N1 ვარსკვლავი ჩვენი ნაკრების შეიძლება ჩააგდოს სეზონში 1-3 თამაში მაგრამ ძირითადათ სტაბილურობით გამოირჩევა,ეხლა დამისახელეთ ნებისმიერი მინდვრის მოთამაშე ესეთი სტაბილური.
ხასანა ძია
02 ივლისი 2024 12:48
0
მამარდასაც ისევე როგორც ხვიჩას სჭირდებათ კლუბები რომლებიც თამაშობენ ჩემპიონთა ლიგაზე, თავიანთი გასაკეთებელი ვალენსიამ და ნაპოლიმ უკვე გააკეთეს, მეტს ვეღარ მისცემენ ჩვენს ლომებს, ამიტომ აგენტების აქცენტი უნდა გაკეთდეს იმ კლუბებზე ვინც სტაბილურად გამოდის ლიგაზე, სხვანაირად პროგრესი ვერ გამოვა, ლუნინის მაგალითი სახეზეა, სულ სხვა გამოცდილება მიიღო ჩემპიონთა ლიგაზე თამაშით
მამუკა
01 ივლისი 2024 19:35
0
სწორია ეს კაცი
ბაჩი
01 ივლისი 2024 17:49
3
aba shen ega tkvi mazgach
kombato
02 ივლისი 2024 02:43
1
წარმატებებს გისურვებ გიორგი.ესპანეთი ან გერმანია ,თუ არჩევანი იქნება.ფეხბურთელისთვის და მეკარისთვის ეს ორი ქვეყანა იდეალურია.პრემიერ ლიგა უბრალოდ დოღია.
გიორგი
01 ივლისი 2024 15:26
0
მამარდ ჩვენო საამაყო ქართველო ვეფხვო! შენ და შენს ბრწყინვალე ოჯახს არაფერი შეგეშლებათ.
ჩემი მოკრძალებული აზრით სადაც არ უნდა გადახვიდე რათქმაუნდა უალტერნატივოდ მხოლოდ პირველ ნომრად და ამის ფონზე ჩემო ძმაო სიტი ლივერპული რეალი ბარსა და ბაიერნი თუ არ გამოვა მაშინ "მადრიდის ატლეტიკოც" ძალიან მაგარი იქნებოდა...
ლევან ბენდი ანიშვილი
01 ივლისი 2024 14:42
1
ძალინაც სწორად მოიქცა, ნოიერთან ვარჯიში დაბურთის მოტანა რას მისცემს. პროფესიონალია გიორგი და ტოპ მეკარეა. სადაც არ უნდა წავიდეს ყველგან ექნება პირველობაზე პრეტენზია, დაამტკიცა უკვე ყველა დონეზე.
ქომაგი
01 ივლისი 2024 14:20
0
გადასვლა არა,მაგრამ ნოიერთან ერთად ვარჯიში,ძალიან დაეხმარებოდა მამარდას,ფეხით თამაშის ათვისებაში.ისედაც საგრძნობი პროგრესი აქვს,მაგრამ ნოიერი,მართლაც მინდვრის მოთამაშის დონეზე თამაშობს ფეხით და უნიკალურია.
სოსო
01 ივლისი 2024 12:18
16

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული