წყაროს ცნობით, „სენტ-ეტიენმა“ დავითაშვილის ტრანსფერზე უკვე მეორე წინადადებით მიმართა „ბორდოს“, სავრაუდოდ, 5-6 მილიონი ევრო შესთავაზა, თუმცა უცნობია, დათანხმდება თუ არა ჟირონდული კლუბი ქართველის ამ ფასად გასხვისებას. აღნიშნულია, რომ ზურიკო „მწვანეებს“ ჯერ პირად კონტრაქტზე არ შეთანხმებია.
დავითაშვილს „ბორდოსთან“ ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აქვს გაფორმებული.