12:41 07-07-2024
ლობჟანიძის ლამაზი გოლი - საბამ MLS-ში მეხუთედ გაიტანა [VIDEO]
AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1).
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ატლანტა" გუნდის ორმა ლიდერმა - ტიაგო ალმადამ და გეორგიო იაკუმაკიმ დატოვეს. არგენტინელი "ბოტაფოგოში" გადავიდა, ხოლო ბერძენი კარიერას მექსიკურ "კრუს ასულში" განაგრძობს. პლუს, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი - რობ ვალენტინო მივიდა და "ატლანტას" თამაში გამართულისგან ძალიან შორსაა.
ლობჟანიძე, სეზონში გატანილი 5 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ორ ფორვარდთან ერთად იყოფს. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები გასვლაზე, "მონრეალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
მოწონებების მიხედვით
თარიღის მიხედვით
თორნიკე ოქრიაშვილი, ნიჭიერი, მაგრამ უდისციპლინო ქეში, ლოთი. თუმცა ვერავინ გაიხსენებს თორნიკეს ჩაგდებულ თამაშს ნაკრებში. ლობჯანიზე დისციპლინული სპორცმენი. გამახსენეთ საბას ერთი კარგი თამაში ნაკრებში????? უბრალოდ არ არსებობს ასეთი
11
10
!!!-ს შენ თავს შეხედე და მერე ლობჟანიძეს მერე მიხვდები ფსკერი ვინ არის
9
2
ყველა კომენტარი
გააკეთეთ კომენტარი
ასევე დაგაინტერესებთ
უძრავი ქონება
სიახლეები
პოპულარული