ლობჟანიძის ლამაზი გოლი - საბამ MLS-ში მეხუთედ გაიტანა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს ნაკრებისა და "ატლანტა იუნაიტედის" გარემარბმა საბა ლობჟანიძემ MLS-ის მიმდინარე სეზონში მეხუთე გოლი გაიტანა. თუმცა, ჯორჯიელები დიდი ანაგარიშით, 2:5 დამარცხდნენ.

ევროპის ჩემპიონატიდან დაბრუნებული საბა სტუმართა ძირითად შემადგენლობაში იყო და მოედანზე 69 წუთი გაატარა. ლობჟანიძემ გოლი 31-ე წუთზე შეაგდო და ანგარიში გაათანაბრა (1:1).

აღსანიშნავია, რომ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯრისას "ატლანტა" გუნდის ორმა ლიდერმა - ტიაგო ალმადამ და გეორგიო იაკუმაკიმ დატოვეს. არგენტინელი "ბოტაფოგოში" გადავიდა, ხოლო ბერძენი კარიერას მექსიკურ "კრუს ასულში" განაგრძობს. პლუს, გუნდში ახალი მთავარი მწვრთნელი - რობ ვალენტინო მივიდა და "ატლანტას" თამაში
გამართულისგან ძალიან შორსაა.

ლობჟანიძე, სეზონში გატანილი 5 გოლით, გუნდის საუკეთესო ბომბარდირის სტატუსს ორ ფორვარდთან ერთად იყოფს. მომდევნო მატჩს ჯორჯიელები გასვლაზე, "მონრეალის" წინააღმდეგ ჩაატარებენ.
მკითხველის კომენტარები / 12 /
პროფესიონალ ფეხბურთში მთელი წესები არსებობს თუ მარადონა ვერ ხარ გაქვს სახელმძღვანელო ამა თუ იმ მომენტში როგორ ითამაშო....როდესაც ერთი-ერთზე გასული თავდამსხმელი კარში ურტყავს ორიენტაცია უნდა აიღოს კუთხეზე ჯერ ერთი გოლის ალბათობა მეტია და მეორე ჯობია გადავიდეს ვიდრე კონტრშეტევა დაიწყოს მაგრამ როცა ორი თამაშობს შეტევაში ჯობია შუაში დაურტყა რომ მეორემ დამატებაზე იტამაშოს......ლობჟანიძეს ზუტად რომ დაერტყა ცენტრში დამატებაზე შეიძლება მიქაუტაძეს ეთამაშა!
დაბალი პროფესიონალიზმი
00:25 08-07-2024
0
თქვენ დაწერეთ, რომ პოზიცია შეუცვალონო და ზუსტად ეგ გააკეთეს უკვე.
ჩვენ ტაქტიკაში ლობჟანიძეს იყენებდნენ ზუსტად მარჯვენა ლატერალად (სადაც კაკაბაძემ ითამაშა ევროზე), ამ პოზიციაზე არაუშავს, რადგან უფრო მეტად შავი სამუშაოს შესრულება უწევს (ფლანგზე სირბილი წინ და უკან), რაც ასე თუ ისე გამოსდის. შეტევის ბოლო ფაზაში კი კლასი არ ჰყოფნის უბრალოდ.
ჩეხეთთან ლობჟანიძე შემტევად ათამაშეს და არა მარჯვენა მცველად და აქაც ეგ პრობლემა გამოჩნდა, რომ გადამწყვეტ მომენტში კლასი და ცივსისხლიანობა არ ეყო.
ისე მომავალშიც შეიძლება მისი გამოყენება, ოღონდ ისევ მხოლოდ მარჯვენა მცველად, იმ ტიპის თამაშებში, სადაც პირველ ნომრად ვითამაშებთ.
gel-100 -ს
23:14 07-07-2024
0

სიახლეები პოპულარული