"პარი სენ ჟერმენი" არ ნებდება და "ნაპოლის" შემტევი დუეტის სანაცვლოდ ოფიციალური წინადადებით მიმართა

AutoSharing Option
"პარი სენ ჟერმენმა" "ნაპოლის" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ 200-მილიონიანი შეთავაზებით მიმართა. ამის შესახებ "ტვიტერზე" ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი პაოლო ბარჯიჯა წერს.

"200 მილიონი ევრო "პარი სენ ჟერმენისგან" ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის სანაცვლოდ. საინტერესოა, რას გადაწყვეტს დე ლაურენტისი?", - წერს ბარჯიჯა "ტვიტერზე".

შეგახსენებთ, ბოლო ინფორმაციით, "ნაპოლის" ოსიმენის გაყიდვა სურს, თუმცა "პარტენოპეი" ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე კვარაცხელიას გასხვისებას არ განიხილავს და ქართველთან ახალი ხელშეკრულების თაობაზე მოლაპარაკებები მიმდინარეობს.

alt"თავი "კვარას" ადგილზე წარმოიდგინეთ - ჩემპიონთა ლიგაზე 7.5-მილიონიანი ხელფასით" - იტალიელი ჟურნალისტი

altხვიჩას იტოვებენ,

რუის ადგილი არ იქნება, ოსიმენის გაყიდვას ცდილობენ - ყველაფერი "ნაპოლის" გეგმებსა და მატჩებზე


მკითხველის კომენტარები / 26 /
მინამ თავად ლაურასაც არ იყიდიან, არაფერი გამოუვათ...
დდდ
15:09 09-07-2024
4
მე კიდევ ვფიქრობ, რომ ოსიმენი სულაც არაა იდეალური პარტნიორი ხვიჩასთვის. ეს რომ მოხდეს იქაც იტყვიან ოსიმენი აკეთებს მეტსო და ვერც მიხვდება ვერავინ, რამხელა მნიშვნელობა აქვს ხვიჩას გუნდისთვის. კვარას სჭირდება ვინმე მოედანზე, გვერდით, ვინც სულ ხვიჩასთვის მომენტების შექმნაზე იზრუნებს, რაც მწრვთნელმა უნდა დაავალოს რომ გუნდმა კვარასგან მაქსიმალური სარგებელი ნახოს და იმან კი თავისი ლამაზი თამაში აჩვენოს. დიახთ ც
10

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული