ნიკა გაგნიძე "დილადან" კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე გორის "დილადან" კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის დამატებითი დეტალები უცნობია.

23 წლის ნახევარმცველი "დილას" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. 2022/2023 წლების სეზონში მან იჯარის წესით ეროვნული ლიგა დატოვა და ძალები თურქეთის ჩემპიონატში "უმრანიესპორის" რიგებში მოსინჯა, სადაც ჯამში 3 მატჩი ჩაატარა.

გაგნიძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა, 12 მატჩი კი 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
კარგი ბიჭია. გზა გაიკვლიე, ნიკა, მწვერვალებამდე!
გია_544
12:35 12-07-2024
0
ეროვნულის ფენტეზის ვთამაშობ და ამ შესვენებაზე ნახევარი გუნდი სხვადასხვა კლუბში გადავიდა ზოგი საერთოდ სხვა ქვეყნის ლიგაში :დ
ნოდო
19:06 11-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული