ნიკა გაგნიძე "დილადან" კარიერას უკრაინის ჩემპიონატში გააგრძელებს

AutoSharing Option
ქართველი ფეხბურთელი ნიკა გაგნიძე გორის "დილადან" კარიერას უკრაინულ "კოლოსში" გააგრძელებს. ამის შესახებ ინფორმაცია უკრაინულმა კლუბმა ოფიციალურად დაადასტურა.

ტრანსფერის დამატებითი დეტალები უცნობია.

23 წლის ნახევარმცველი "დილას" ღირსებას 2019 წლიდან იცავდა. 2022/2023 წლების სეზონში მან იჯარის წესით ეროვნული ლიგა დატოვა და ძალები თურქეთის ჩემპიონატში "უმრანიესპორის" რიგებში მოსინჯა, სადაც ჯამში 3 მატჩი ჩაატარა.

გაგნიძემ საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებში 5 შეხვედრა გამართა, 12 მატჩი კი 21-წლამდელთა ნაკრების რიგებში ჩაატარა.
მკითხველის კომენტარები / 8 /
მორჩა ამის ფეხბურთი,რა გინდათ მაგ ჭაობში ვერ ვხდები,თუ აქედან გარბიხარ ნორმალურ ქვეყანაში მაინც წადი,გოჩო ჰამბურგში,აზაროვიც სადმე ევროპაში,ეხლა ეს გაგვიხდება სანერვიულო რო უკრაინელ წუმპეს მოშორდეს,არადა კარგი ფეხბურთელია და ევროპაში უკეთ განვითარდებოდა,თუნდაც მეორე ხარისხოვან ევროპულ ქვეყანაში,ჯერ შახტარი მითხარით რა გუნდია და ახლა კოლოსი,დესნა დვა კარგით რა
ავლიპ ზურაბიშვილი
17:01 11-07-2024
2
წარმატებებს ვუსურვებ!
გორის დილას გულშემატკივარი
15:20 11-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული