„ტუტოსპორტი“ დღევანდელ ნომერში წერს, რომ „ნაპოლის“ მწვრთნელმა ანტონიო კონტემ იცის, როგორ დაამყაროს ურთიერთობა ხვიჩა კვარაცხელიასთან, თუ ფეხბურთელი უკმაყოფილო იქნება, გვერდით დაისვამს და იქამდე ელაპარაკება, ვიდრე მის სახეს ღიმილი არ დაუბრუნდება. აღნიშნულია, რომ კვარაცხელიაზე პსჟ-ის მიერ შეთავაზებული წლიური 11 მილიონი ევროს ოდენობის გასამრჯელოს გამო ზეწოლა ძლიერია და აგენტი მამუკა ჯუღელი ნეაპოლური კლუბის მიერ შეთავაზებული 5.5 მილიონის ნაცვლად 8 მილიონს ითხოვს. აღნიშნულია, რომ „ნაპოლიმ“ ტრანსფერში პსჟ-ის 110-მილიონიანი წინადადება უარყო და ალბათ, „კვარა“ დარჩება.
Areanapoli-ს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის
შემდეგ ჯუღელმა ჟურნალისტ ნობელ არუსტამიანს შემდეგი განუცხადა: „რა თქმა უნდა, ცუდია, რომ ხვიჩა ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს. ე.ი. ისევ სკუდეტოს მოგებაა საჭირო. ასეთი სურვილი მაქვს. სერიოზულად, ეს მე არ მეხება, ეს მხოლოდ „ნაპოლის“ საქმეა. ხვიჩას ბევრი შეთავაზება აქვს, მაგრამ კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის გადასაწყვეტია. თუ საჭიროდ ჩათვლიან, რომ მათთვის კარგ თანხად უნდა გაყიდონ, მაშინ გაყიდიან. თუ იტყვის, რომ უნდა დარჩეს, დარჩება. კონტრაქტი კონტრაქტია, ეს ჩვენ გვესმის“.
ჟურნალისტმა მაურიციო დე ჯოვანიმ Marte-ს ეთერში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „ნაპოლის“ წარმატება მომავალ სეზონში კვარაცხელიას და დი ლორენცოს საკითხზეა დამოკიდებული, ისინი, სავარაუდოდ, გუნდს არ დატოვებენ, თუმცა საკითხავია - როგორი განწყობით დარჩებიან.
Areanapoli-ს ცნობით, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიის ნაკრებების მატჩის
ჟურნალისტმა მაურიციო დე ჯოვანიმ Marte-ს ეთერში საუბრისას ხაზი გაუსვა, რომ „ნაპოლის“ წარმატება მომავალ სეზონში კვარაცხელიას და დი ლორენცოს საკითხზეა დამოკიდებული, ისინი, სავარაუდოდ, გუნდს არ დატოვებენ, თუმცა საკითხავია - როგორი განწყობით დარჩებიან.
"ნაპოლიმ" პსჟ-ს ოსიმენისა და კვარაცხელიას თაობაზე პასუხი შეუთვალა