Gazzetta dello Sport: ქოჩორაშვილი "ლაციოში" ბარონის სათამაშო სქემას შესანიშნავად მოერგებოდა

AutoSharing Option
"გეძეტა დელო სპორტმა" ევროპის ჩემპიონატზე თავგამოჩენილ ფეხბურთელებზე გამოაქვეყნა წერილი, აღნიშნა, რომ ბევრით სხვადასხვა კლუბები დაინტერესდნენ და მათ შორის ქართველები - გიორგი მიქაუტაძე და გიორგი ქოჩორაშვილი დაასახელა.

"ევროპირველობის ერთ-ერთი აღმოჩენა საქართველოს ნაკრები 1/8-ფინალში გავიდა. მისი ბომბარდირი გიორგი მიქაუტაძე, რომელმაც ევრო 2024-ზე სამი გოლი გაიტანა, "მონაკოში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა და ოფიციალურად გამოცხადება უახლოეს საათებში უნდა მოხდეს. "მეცმა" ის "აიაქსისგან" 13 მილიონად გამოისყიდა და დაახლოებით 25 მილიონად "მონაკოში" გადაყიდა.

კიდევ ერთი საინტერესო სახელი მებრძოლი და ლიდერული თვისებებით გამორჩეული გიორგი ქოჩორაშვილია, რომელიც ესპანეთის მეორე
დივიზიონის "ლევანტეს" ფეხბურთელია და ამ კლუბთან ხანგრძლივვადიანი კონტრაქტი (2027 წლის ზაფხულამდე) აქვს. რამდენიმე დღის წინ "ლაციოს" რადარზე გამოჩნდა და ბარონის სათამაშო სქემას შესანიშნავად მოერგებოდა".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ღმერთმა კარგად ამყოფოს ასი წელი, ქოჩორაშვილს რომ ვუყურებ ვიტალი დარასელია მაგონდება, მაგარი მუშა ბიჭია, წარმატებები მას.
ვაჟა
21:44 13-07-2024
7
ქოჩორაც გადავიდეს ლაციოში და მართლა ძალიან მაგარი იქნება. რა თამაშიც ევროზე აჩვენა აუვცილებლად უკეთეს გუნდში უნდა მოხვდეს. წარმატება ჯიგრიან და დაუღალავ ქოჩორას.
G.LA
19:57 13-07-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული