ჟურნალისტმა და ტელეწამყვანმა პაოლო ესპოზიტომ განაცხადა, რომ "ნაპოლის" პრეზიდენტს, აურელიო დე ლაურენტისს ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით შორსმიმავალი გეგმები აქვს:
"კვარას" საქმე სრულიად განსხვავებულია. მასზე აურელიო დე ლაურენტისს რამდენიმე თვის წინ ვესაუბრე. იდეა ასეთი იყო: კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გაეგრძელებინა და როგორც კი შესაძლებელი იქნებოდა, გუნდის კაპიტანი გაეხადა. შესაძლოა, შემდეგ სეზონში. ფაქტიურად, დონ აურელიო არა სავარაუდო გაყიდვაზე, არამედ თანამშრომლობის გახანგრძლივებაზე და ხელფასის 4.5 მილიონ ევრომდე გაზრდაზე (ბონუსების გარეშე) ლაპარაკობდა, სადაც არ იქნებოდა გამოსყიდვის პუნქტი (ეს ფეხბურთელისა და მისი აგენტის, მამუკა ჯუღელისათვის შეთავაზებული
რეალური თანხაა). ამ შემთხვევაში, უპირველეს ყოვლისა, ქართველ ჩემპიონთან ხელშეკრულების გაწყვეტის არავითარი პირობები არ იქნებოდა გათვალისწინებული და ეს კლუბის გზავნილია მთელი საფეხბურთო სამყაროსადმი, რადგან ხვიჩას უახლოეს წლებში შეუძლია მსოფლიოს უდიადესი ფეხბურთელი გახდეს".
"კორიერე დელო სპორტი" წერს, რომ "ნაპოლის" დიპლომატიამ შედეგი გამოიღო, იდენტობის დაკარგვის გარეშე უკმაყოფილოები შემოირიგეს, რისი დადასტურება ჯუღელის უკვე განსხვავებული გამონათქვამია, ჯერ შეთანხმება მიღწეული არ არის, თუმცა ქართველი დარჩება, კონტემ მისი სიმპათია მოიპოვა და 25 ივლისს შეკრებაზე გამოცხადდება.
სატრანსფერო ექსპერტის, ნიკოლო სკირას მტკიცებით, კვარაცხელიას სეზონურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ
ევროს პლუს 1 მილიონს ბონუსის სახით შესთავაზებენ.
მე და ჩვენი ხედვით რამოდენიმე აზრით გვირჩევნია პსჟ გადავა ყვეკა გუნდში სადაც იწვევენ და გადავიდოდა და სხვა ატმოსფეროს და გუნდის სხვა საინტერესო უფრო გახდებოდა მე მის ადგილას გადავიდოდი სხვა გუნდში პირველს რიგში საფრანგეთის ჩემპიონატზეც