Corriere dello Sport: "კვარა" კონტრაქტის საკუთარი პირობებით გასაგრძელებლად მზადაა

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "ნაპოლის" მწვრთნელი ანტონიო კონტე ხვიჩა კვარაცხელიას თავის პროექტში ცენტრალურ ფიგურად განიხილავს და ევროპირველობისას ხშირად ესაუბრებოდა.

ქართველზე კონტემ შთაბეჭდილება მოახდინა, ესმის, რომ გამოცდილი სპეციალისტის ხელმძღვანელობით შეუძლია პროგრესირება, მასთან მუშაობა უნდა და კონტრაქტის გასაგრძელებლად მზადაა.

ნეაპოლური კლუბი კვარაცხელიას თანამშრომლობის 2029 წლის ზაფხულამდე გახანგრძლივებას და სეზონურ გასამრჯელოდ 5 მილიონ ევროს სთავაზობს, რომელიც ბოლოს შეიძლება 7 მილიონამდე გაიზარდოს. ფეხბურთელი და აგენტი 8 მილიონს და ხელშეკრულებაში გამოსყიდვის პუნქტის შეტანას მოითხოვენ.

გამოცემა აგრეთვე იტყობინება, რომ ხვიჩა შვებულებაში უქმად როდია, ევროპის ჩემპიონატის შემდეგ ველოსიპედზე,
სატრენაჟორო დარბაზში და მოედანზე ვარჯიში დაიწყო, პირველი შვილის მოლოდინშია, პსჟ-ის ფრანგული სურნელი ჰაერში ორთქლდება, სურს თავიდანვე კონტეს ნდობის გამო მადლიერება გამოხატოს, პატივისცემა დაიმსახუროს და გუნდისადმი ერთგულება პირველივე ამახანაგური მატჩიდან დაამტკიცოს.

alt"თუ კონტე ამას გააკეთებს, "ნაპოლი" ბევრ გოლს გაუშვებს" - ფედელემ "პარტენოპეი" გააფრთხილა

alt"ხვიჩა კვარაცხელია სათამაშო ნომერს შეიცვლის" - Corriere dello Sport-ი ქართველზე წერს

alt"ნუ მთხოვთ იმას, რასაც არ გავაკეთებ!" - კონტე "ნაპოლის" ქომაგებს გაუბრაზდა

altკვარაცხელია, რომელიც მძიმე მატჩშიც შესამჩნევია და რატომ არაა მისი ქება სახიფათო - დგება ახალი გამოწვევების დრო?!

მკითხველის კომენტარები / 5 /
ყოველ გატანილ გოლზე მოდევნო 5 წუთი მოწინააღმდეგე გვყავდა ნოკაუტში და შეგვეძლო კიდევ გატანა და კვარადონამ ისე ეგოცენრულად ითამაშა,ათრია ბურთი და დაკარგა გეგონება მე ვარო და ჩემი ნაბადიო.....იმედია კონტე ასწავლის ნორმალურ აზროვნებას რაც ფეხბურთისთვისაა საჭირო
ადიბასა=კვარადონა
20:00 20-07-2024
32
კონტე რომ ბევრად უკეთესი მწვრთბელია სპალეტიზე მგონი სადაო არაა. კვარას გადასვლა ძალიან მინდა პსჟ-ში მარა თუ ვერ გადავა მეტი რა გზაა? ოთხეულში რომ შეიყვანს კონტე მჯერა, მარა მეტი რაა? იმედია მომავალში რომელიმე გრანდში ვიხილავთ ხვიჩას. ფეხბურთელს თუ უნდა დიადი გახდეს, გრანდში უნდა თამაშობდებს. წარმატება კვარას და ჯერ კიდევ მჯერა პსჟ სატრანსფერი დროის დამთავრებამდე თავის სიტყვას ოტყის.
G.LA
20:40 20-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული