ზივზივაძემ ბუნდესლიგის გუნდთან ერთ ტაიმში დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
ამხანაგურ მატჩში „კარლსრუემ“ ბუნდესლიგის „ჰოფენჰაიმი“ 4:1 დაამარცხა, ბუდუ ზიბზივაძემ კი დუბლი შეასრულა.

კლუბის საიტი იტყობინება, რომ შეხვედრა დახურული იყო, მაყურებლები არ დაესწრნენ, ზივზივაძე სასტარტოში იყო, ორი გოლი გაიტანა და შესვენებაზე მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა შეცვალა.

აღნიშნულია, რომ ბუდუ ევროპის ჩემპიონატის შემდეგ შვებულებაში იყო და გუნდს ოთხშაბთს შეუერთდა.

„კარლსრუე“ კიდევ რამდენიმე სპარინგს გამართავს, ხოლო 3 აგვისტოს მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში „ნიურნბერგს“ უმასპიმნძლებს.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როგორ გაბედეს მისი შეცვლა? რას უყურებთ, ნაცებო?!
xuta
10:44 22-07-2024
12
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული