
"ხვიჩა როგორც თავადაა დიდებული, ისე ბრწყინვალედ ჩაატარა მთლიანი ევროპის ჩემპიონატი. იმედი მაქვს, მას კიდევ დიდი მოტივაცია გააჩნია, რომ ის ჯადოქრობები ჩაიდინოს, რასაც 2 წლის წინ აკეთებდა. ეს კლუბისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება", - თქვა კულიბალიმ.
ინფორმაციისთვის, "კვარას" და კულიბალის ერთად თამაში არ დასცალდათ, რადგან ხვიჩას "ნაპოლიში" გადასვლისთანავე კალუდიმ "ჩელსის" მიაშურა.