"კვარაცხელიას მომავალი "ნაპოლიში" კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, თუმცა მისგან პასუხს ელოდებიან" - Il Mattino ქართველზე წერს

AutoSharing Option
"ნაპოლის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია მომდევნო კვირას გუნდის ხელმძღვანელობასთან შეხვედრას გამართავს. ამის შესახებ ინფორმაციას Il Mattino ავრცელებს.

წყაროს ცნობით, ქართველი მომდევნო სეზონს კვლავ "პარტენოპეიში" გაატარებს, თუმცა კლუბი კონტრაქტის გახანგრძლივებასთან დაკავშირებით ქართველის გადაწყვეტილებას ელოდება.

გამოცემის ინფორმაციით, შეხვედრა მომდევნო ხუთშაბათს გაიმართება. მას დაესწრება "კვარას" აგენტი მამუკა ჯუღელი და "ნაპოლის" მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტეც.

შეგახსენებთ, ხვიჩას "ნაპოლისთან" მიმდინარე ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულში ეწურება.

altდრის მერტენსი: მოპოვებული სკუდეტო დიდწილად კვარაცხელიას დამსახურებაა

altკულიბალი: კვარაცხელიასთან დაკავშირებით ამის დიდი იმედი მაქვს

alt"ხვიჩა კვარაცხელია სათამაშო ნომერს შეიცვლის" - Corriere

dello Sport-ი ქართველზე წერს
მკითხველის კომენტარები / 19 /
ხვიჩას დონის ფეხბურთელის ხელფასს ლავრენტი არასდროს გასცემს. ოსიმენს იმიტომ მიცა ამხელა ხელფასი, უნდოდა მისთვის მაზანდა აეწია და სარფიანად გაეყიდა, მაგრამ მოტყუვდა. ხვიჩა, ისეთ გუნდში უნდა წავიდეს, რომელსაც ევროტურნირების მოგების შანსი აქვს, რომელსაც ნაპოლი და პსჟ ვერასდროს მოიგებს. სხვა თუ სხვის ომში ბრძენია, მაშინ მეც ვიტყვი ერთ ასეთ სიბრძნეს, მე ხვიჩას ადგილზე ასე მოვიქცეოდი: ლავრენტის ვეტყოდი, მე ვრჩები გუნდში 2027 წლამდე, რაც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული. ხელფასის მომატებას შენს კაცობაზე ვტოვებ. დანარჩენი კი ხელშეკრულების ამოწურვის შემდეგ ვილაპარაკოთ. თუ ხელფასი არ მოემატა, ხვიჩა ორ წელიწადში დაკარგავს 10 მილიონს, მაგრამ გუნდიდან თავისუფალ აგენტად წასული, ათმაგად აინაზღაურებს დანაკლისს. მბაპეს ოქროს კოშკებს აძლევდნენ პსჟ-ში მაგრამ არ დარჩა, იმიტომ, რომ იცოდა პარიზელები ვერცერთ ევროტურნის ვერასოდეს ვერ მოიგებს, ამიტომ არ გაახანგრძლივაა ხელშეკრულება, მით უმეტეს 50 მილიონიან ხელფასს პირდებოდნენ. ახლა კი ხელფასიც დიდი დაინიშნა და ისეთ გუნდში გადავიდა, რომელიც უახლოეს 5 წელიწადში ყველგან ყველაფერს მოიგებს. ანუ არის მაგალითი, რომელსაც ხვიჩა უნდა გაყვეს.
ჟორა გაბრიჭიძე
16:47 23-07-2024
6
ხვიჩა, ეგრევე რუსკი კარაბლზე გაგზავნე ეგ აფერისტი ვაჭრუკანები!!!!!!!
მხოლოდ პსჟ
15:35 23-07-2024
10
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული