მიქაუტაძე VS საზონოვი - ქართველის დაბრუნება "ლიონში" და საბას წასული კონკურენტები...

AutoSharing Option
საბა საზონოვის "ტორინო" მომავალი სეზონისთვის ემზადება. გუნდს ლადო ახალაია-უმცროსი დაუბრუნდა. 22 წლის ფორვარდი იჯარით ლუქსემბურგის "ჰესპერანჯში" გამოდიოდა. ლადო "ტორინოს" 2021 წლიდან ეკუთვნის. ჯერ ის იჯარით ბელგიურ "ვირტონში" თამაშობდა.

მოგეხსენებათ, ახალაიამ არჩევანი მოლდოვის ნაკრების სასარგებლოდ გააკეთა. ეროვნული ნაკრების გაფართოებულ შემადგენლობაში იყო, თუმცა ჯერ არ უთამაშია (ასაკობრივში ითამაშა). სხვათა შორის, მას არჩევანის რუმინელთა სასარგებლოდ გაკეთებაც შეეძლო. მისი მამა, ასევე ლადო ახალაია, საქართველოს ნაკრების წევრი იყო.

ლადო ახალაია

Sportall.Ge

ამასობაშიტურინული კლუბი ცენტრალურმა მცველებმა დატოვეს. ბორჯორნოს "ნაპოლიში" წასვლაზე ვიცით, ლოვატო "სალერნიტანას" დაუბრუნდა, რიკარდო როდრიგესსა და
კოფი ჯიჯის ხელშეკრულება ამოეწურათ. თითქოს ქართველი მცველი სასტარტოს წევრად უნდა მივიჩნიოთ, თუმცა საზონოვის კონკურენტებს აუცილებლად შეიძენენ, საბას გასულ სეზონში ნაკლებად ენდობოდნენ.

საუბარია 26 წლის ხორვატ მარტინ ერლიჩის ტრანსფერზე, რომელიც "სასუოლოში" გამოდის. ვინც უკვე დაიმატეს, ეკვატორული გვინეის წარმომადგენელი, 25 წლის საულ კოკოა, რომელიც "ლას პალმასის" ღირსებას იცავდა.

31 ივლისს "ტორინო" გიორგი მიქაუტაძის (აქ მის დაბრუნებას ველით, 3 აგვისტოს კი გერმანულ "უნიონს" ეთამაშებიან) "ლიონს" შეხვდება, 11 აგვისტოს თასზე - "კოზენცას", 17 აგვისტოს კი, პირველივე ტურში, "მილანს" ესტუმრება.

altხვიჩა რჩება! - რა ხდება იტალიის ჩემპიონატში და რა შანსი აქვს "ნაპოლის"?

მკითხველის კომენტარები / 14 /
აკოს

წარმატება საზონოს. ქართველმა დედამ სანიმუშოდ შვილი საქართველოსათვის გაგვიზარდა რუსეთში და აქ ვიღაც ახალაიას მოლდოვას რატომ უნდა უსურვო საბაზე მეტე ვერ მესმის. არც დიდი რამ ფეხბურთელი იყო ახალაია და არც ქართველი ყოფილა ასეთი შვილის გაზრდით. აგერ მიქაუტაძის, წიტაიშვილის და საზონოვის გამზდელებმა გაიხარონ, იქ სადაც არინ.

ძალიან მინდა საბამ ძირითადში ადგილი დაიმკვიდროს და ნაკრებშიც მესახება როგორც საიმედო ბურჯი მომავლისათვის. წარმატება და გამარჯვება საბას საზონოვს.
G.LA
16:06 26-07-2024
2
ლადო ახალაია და იგორ ოპრია სად და როგორ არიან ამაზე რომ წერთ 10 სტატიას - გუშინ ერთი იმაზეც დაგეწერათ - ფეხბურთია მიხეილ მესხზე 8 საათზე კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციოზე საბურთალო - ალბანურ პარტიზანს ხვდებაო! თუ კიდე რამეს დაამატებდით ხო კარგი, თუ არადა მინიმუმ ხალხს ამ ამბავს მაინც შეახსენებდით! მერე გიკვირთ ხალხი არ მივიდა იმათამა არ ითამაშესო და ა.შ. ყველამ თავისი როლი და საქმე უნდა აკეთოს ბაბა!
შოთი
11:29 26-07-2024
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული