"ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები" - ხვიჩამ სამედიცინო შემოწმება გაიარა

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიამ ნაკრებებიდან დაბრუნებულ სხვა ფეხბურთელებთან (ალექს მერეტი, ჯოვანი დი ლორენცო, ალესანდრო ბონჯორნო, სტანისლავ ლობოტკა, მაიკლ ფოლორუნშო) ერთად "ნაპოლიში" სამედიცინო შემოწმება გაიარა.

ჯერ უცნობია, რა პირობებით განაახლებს კვარაცხელია კონტრაქტს და საერთოდ განაახლებს თუ არა, თუმცა სურათებიდან ჩანს, რომ ჩინებულ ხასიათზეა და "ინსტაგრამზე" პოსტი გამოაქვეყნა: "ახალი სეზონი, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები".

ქართველი დღეს მწვრთნელს, ანტონიო კონტეს შეხვდება და მისი ხელმძღვანელობით პირველად ივარჯიშებს. გუნდი კასტელ-დი-სანგროში მეორე შეკრებას დაიწყებს, სამ ამხანაგურ მატჩს ჩაატარებს, 10 აგვისტოს თასზე "მოდენას" უმასპინძლებს, 18 აგვისტოს კი სერია A-ს
პირველ ტურში სტუმრად "ვერონას" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 6 /
დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე დიდი ფეხბურთელი!!! მისი ყველა მოძრაობა, ყოველი ბურთის მიღება არის საოცარი. ამიტომაც მიყვარს ფეხბურთი.
წარმატებები კვარა სადაც არ უნდა ითამაშო. მადლობა ყველაფრისთვის, განსაკუთრებით დიდი მადლობა 2023 ის 12 მარტის გამო როდესაც ატალანტასთან საოცრება ჩაიდინე და მაგ ყველაფერს სტადიონიდან ვადევნებდი თვალს. მადლობა იმისთვის რომ ნეაპოლის ქუჩებში მოდიოდნენ და ქართულ დროშას კოცნიდნენ. წინ უფრო დიდი წარმატებები გელოდება!!!
Joko
03:51 25-07-2024
4
წარმატებები ხვიჩას
კახი
11:24 25-07-2024
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული