ოფიციალურად: გიორგი წიტაიშვილი იჯარის წესით "გრანადაში" ითამაშებს

AutoSharing Option
გიორგი წიტაიშვილი კიევის "დინამოდან" "გრანადაში" ერთწლიანი იჯარის წესით ითამაშებს. ამის შესახებ ინფორმაცია ესპანურმა კლუბმა სოციალური ქსელის მეშვეობით დაადასტურა.

როგორც UA Football-ი წერს, კონტრაქტში ფეხბურთელის გამოსყიდვის უფლება შეტანილი არ არის.

გასულ სეზონში "გრანადამ" ლა ლიგაში მე-20 ადგილი დაიკავა და მომდევნო სეზონში ლა ლიგა 2-ში იასპარეზებს.

წიტაიშვილმა გასული სეზონი იჯარის წესით ბათუმის "დინამოში" გაატარა, სადაც 19 მატჩში 1 გოლის გატანა და 6 საგოლე პასის შესრულება მოახერხა.
მკითხველის კომენტარები / 13 /
გამოსყიდვის პუნქტზე ამახვილებს ყველა გვერდი ყურადღებას, არადა კიევის დინამოსთან 2025 წლის ზაფხულამდე აქვს ხელშეკრულება... ეგ და იჯარა ერთად დამთავრდება და თავისუფალი აგენტის სტატუსით დარჩება გრანადაში თუ თავს გამოიჩენს ან უკეთესი გუნდის ვარიანტი გამოუჩნდება
რა მაფიაა?
22:23 26-07-2024
0
იმედი სკამზე არ დასვამენ,არ მომეწონა ევროზე,ეგოისტურად და ცუდათ ითამაშა!!
სოსო
20:08 26-07-2024
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული