კონტემ ფეხბურთელებს სიქა გააძრო და პრობლემები შეუქმნა - მასზე ტიფოზები იმედებს ამყარებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები დაღალა და ზოგიერთს პრობლემები შეექმნა. ისინი გათანგულები მოედანზე წამოწვნენ და მასაჟისტებს მუშაობა მოუწიათ. ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის მცირე დისკომფორტის გამო ცოტა ხნით დასვენება მოუწია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას მარჯვენა ფეხზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, მატეო პოლიტანომ კი ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო.

Sportall.Ge

Areanapoli წერს, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ კონტე, იმედიანად არიან განწყობილი, გუნდის მთავარ "მოთამაშედ" მიიჩნევენ და სოციალურ ქსელებში მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ: "არც "კვარა" და არც ოსიმენი, მოდით, გვერდში დავუდგეთ მისტერს, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებს";
"უბრალოდ ფენომენალურია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"; "მიდი, ანტონიო, ჩვენ შენთან ვართ".

Sportall.Ge

დღეს "ნაპოლის" ორი ვარჯიში აქვს, საღამოს კი კონტე ოთხ ფეხბურთელთან ერთად "ტიფოზებს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთელების ნაწილმა,უკვე კაი ხანია ვარჯიში დაიწყო.იმათ,ვინც ევროპის ჩემპიონატზე ითამაშეს,შვებულება გაუგრძელდათ და რა თქმა უნდა უკვე ნავარჯიშები ბიჭების გვერდით, უვარჯიშებლებს,პირველ დღეებში გაუჭირდებათ.კახა კალაძე,კიევის დინამოში რომ გადაიყვანეს,ისეთი დატვირთვები ჰქონდათ,გონებას ჰკარგავდა,თურმე.თუმცა მერე შეეჩვია.მთავარია გადატვირთვების გამო,ტრავმები არ მიიღონ.სამედიცინო სამსახური,გამართულად უნდა მუშაობდეს.
სოსო
23:35 28-07-2024
0
ძაანაც კარგი. ეხლა იფილტრება ბალასტისგან ნაპოლი
iif egre.
20:24 28-07-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული