კონტემ ფეხბურთელებს სიქა გააძრო და პრობლემები შეუქმნა - მასზე ტიფოზები იმედებს ამყარებენ [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
Il Mattino-ს ცნობით, მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ვარჯიშზე ფეხბურთელები დაღალა და ზოგიერთს პრობლემები შეექმნა. ისინი გათანგულები მოედანზე წამოწვნენ და მასაჟისტებს მუშაობა მოუწიათ. ხვიჩა კვარაცხელიას ზურგის მცირე დისკომფორტის გამო ცოტა ხნით დასვენება მოუწია, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას მარჯვენა ფეხზე სამედიცინო დახმარების აღმოჩენა დასჭირდა, მატეო პოლიტანომ კი ვარჯიშის გაგრძელება ვერ შეძლო.

Sportall.Ge

Areanapoli წერს, რომ გულშემატკივრებს ძალიან მოსწონთ კონტე, იმედიანად არიან განწყობილი, გუნდის მთავარ "მოთამაშედ" მიიჩნევენ და სოციალურ ქსელებში მხარდამჭერ პოსტებს აქვეყნებენ: "არც "კვარა" და არც ოსიმენი, მოდით, გვერდში დავუდგეთ მისტერს, რომელიც ყველაფერს საუკეთესოდ გააკეთებს";
"უბრალოდ ფენომენალურია, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა"; "მიდი, ანტონიო, ჩვენ შენთან ვართ".

Sportall.Ge

დღეს "ნაპოლის" ორი ვარჯიში აქვს, საღამოს კი კონტე ოთხ ფეხბურთელთან ერთად "ტიფოზებს" შეხვდება.

მკითხველის კომენტარები / 9 /
ფეხბურთელები დატვირთვას უნდა შეაჩვიოს, მაგრე სადაა ვარჯიში ახლა დაიწყეს და მაღალი დატვირთვა მისცე.
ჟორა
20:41 27-07-2024
0
ოთხეულში შევა ნაპოლი ამსეზონში უეჭველი
ბაჩო
18:32 27-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული