დუბლი პლუს საგოლე პასი "ვილიარეალთან" - ზურიკოს დიდებული დებიუტი "სენტ-ეტიენში" [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საფრანგეთის საკურორტო ქალაქ ტონონ-ლე-ბენში "ვილიარელთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (3:1) "სენტ-ეტიენის" ნახევარმცველმა ზურიკო დავითაშვილმა გაიბრწყინა.

დავითაშვილმა სადებიუტო შეხვედრაში ჯერ თავად გახსნა ბრწყინვალე გოლით ანგარიში, შემდეგ ფლანგზე მეურვეს გაექცა და ჯიბრილ ოტმანს გაატანინა, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ კი შორიდან დალაშქრა მეტოქის კარი.

"ზურიკოს ფესტივალი - მისი წინამძღოლობით გავიმარჯვეთ", - წერს კლუბის საიტი.

"სენტ-ეტიენი" კიდევ სამ სპარინგს ჩაატარებს, ხოლო 18 ივლისს ლიგა 1-ის პირველ ტურში სტუმრად "მონაკოს" დაუპირისპირდება.

მკითხველის კომენტარები / 7 /
ზურა გილოცავ მაგარ სტარტს, მაგარო ბიჭო! ფეხბედნიერი იყოს ეს გოლები შენთვის, ერთიმეორეზე მაგრებია და ასისტიც შესანიშნავი! საერთოს როგორღაც ხვავრიელი დღე გამოგვივიდა გოლებზე, იქით ბუდუს, სულ იქით საბას და ბოლოს გაგნიძის მაგარი ჯიშიანი გოლები სუყველა! ოლიმპიადის სამწუხარო სტარტი ცოტათი გაგვინელეთ.
ამატაკი
21:18 27-07-2024
0
რაღაც დეჟავიუ მაქვს მგონი ….თუ არ ვცდები ზუსტად ეგრე იწყებდა კვარა ნაპოლში ახალი გადასული იყო …და სეზონში რაც ქნა მერე ყველას გვახსოვს დაამიწა სერია A…გამოდის ახლა ლიგა 1-ს ემუქრება ეგ თანაც უკვე ორნი არიან აბა ჰე ჯორჟი თუ ზურა …?!20-20 ქულას უნდა აცდნენ ორთავენი….!!!
მდაა
00:12 28-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული