წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც "გრანადაში" გადავიდა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი წიტაიშვილმა დაასახელა მიზეზი, რის გამოც ესპანეთის სეგუნდა დივიზიონის ბინადარ "გრანადაში" გადასვლაზე თანხმობა განაცხადა.

მოგეხსენებათ, 23 წლის ფეხბურთელი კიევის "დინამოს" საკუთრებაა და "გრანადაში" 1-წლიანი იჯარით იასპარეზებს.

"ჩემს მეუღლეს ესპანეთში სახლი აქვს. ჩემი შვილი ამ ქვეყანაში დაიბადა. ესპანეთს ხშირად ვსტუმრობთ და აქაურობა ძალიან მოგვწონს.

ითამაშო ფეხბურთი ამ ქვეყანაში, ეს ოცნებაა. როდესაც "გრანადასგან" შემოთავაზება მივიღე, ბევრი არ მიფიქრია... ისტორიულ კლუბში მოვხვდი და მისი ღირსების დასაცავად ყველაფერს გავაკეთებ", - ციტირებს წიტაიშვილს Mundo Deportivo.
მკითხველის კომენტარები / 15 /
მაიტა ბიჯო ერთი სახლი თელავშიც იყიდე, ზუზუმბოდან იგეთი ხედია არ მივკარ-მოვკარი გრანადაა? თან იქნებ ჩვენ გუნდსაც გამაადგე!
კახელი
15:25 28-07-2024
7
ვერაფლით ვერ ვხსნი ამ ბიჭის კარიერული წინსვლის დაპაუზებას ახალგაზრდული ჩემპიონატზე გამოსვლის შემდეგ სადაც ჩემპიონი გახდა ვერცეთ ნორმალურ გუნდში ვერ მოხვდა არადა არავიზე ნაკლები პოტენციალი არ გააჩნია ტექნიკურია სწრაფია მოქნილია აზროვნებასაც ვერ დაუწუნებს ვერავინ მაშ რაშია საქმე ვერვხდები.
გიორგი
15:59 28-07-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული