მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ის ძალინ აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევა მისი მონაწილეობით წარიმართა, 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.
მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა, „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტთან“ ჩაატარებს.
კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)
ნაპოლი (პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა
ნაპოლი (მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე
ორი საგოლე პასი წელიწადში - "ნაპოლი" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს
"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა