"კვარამ" თავის პირველივე მატჩში გაიტანა - "ნაპოლიმ" გაიმარჯვა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ამხანაგურ მატჩში „ნაპოლიმ“ ალბანეთის „ეგნატია“ 4:0 დაამარცხა.

მწვრთნელმა ანტონიო კონტემ ხვიჩა კვარაცხელია სასტარტოში დააყენა, ის ძალინ აქტიური იყო, თითქმის ყველა შეტევა მისი მონაწილეობით წარიმართა, 21-ე წუთზე სტანისლავ ლობოტკას პასი მიიღო, მარცხენა ფრთიდან საჯარიმოში შეიჭრა და მეტოქის კარი დალაშქრა. შემდეგ გოლი მატეო პოლიტანომ გაიტანა.

მეორე ტაიმში კონტემ მთელი შემადგენლობა შეცვალა, „ნაპოლიმ“ უპირატესობა გაზარდა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მომდევნო საკონტროლო შეხვედრას ნეაპოლური გუნდი ამავე სტადიონზე, 31 ივლისს ფრანგულ „ბრესტთან“ ჩაატარებს.

კასტელ დი სანგრო. „ტეოფილო პატინი“
ნაპოლი - ეგნატია 4:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია
(21), 2:0 პოლიტანო (29), 3:0 სიმეონე (51), 4:0 ნგონჟი (68)

ნაპოლი (პირველი ტაიმი): მერეტი, დი ლორენცო, რაჰმანი, ნატანი, მაზოკი, ანგისა, ლობოტკა, სპინაცოლა, პოლიტანო, კვარაცხელია, ჩედირა

ნაპოლი (მეორე ტაიმი): კაპრილე, რაფა მარინი, ბონჯორნო, ჟუან ჟეზუსი, ძერბინი, იაჩარინო, ფოლორუნშო, მარიო რუი, ნგონჟი, რასპადორი, სიმეონე

altორი საგოლე პასი წელიწადში - "ნაპოლი" შოტლანდიის ნაკრების ფეხბურთელის შეძენას ცდილობს

alt"ნაპოლიმ" ექვსჯერ განათხოვრებულ ფეხბურთელს კონტრაქტი გაუგრძელა

მკითხველის კომენტარები / 14 /
მხოლოდ ამ ბურის მიღებაში და დარტყმაში ჩანს მისი უდიდესი კლასი და ესთეტიკა, რომც არ გასულიყო სიამოვნებაა ყურება. ეს აკლია თანამედროვე ფეხბურთს და კვარა არის ის იშვიათი გამონაკლისი, რომელიც გვაჩვენებს რომ ფეხბურთი მხოლოდ ტაბლოზე ანგარიში არ არის.
1
ოსიმენი ჩემოდნებზე ზის?
ლაშა
11:00 29-07-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული