Kvara-show. "კვარაცხელია შესანიშნავი იყო" - კონტემ ხვიჩა და მისი პარტნიორები შეაქო

AutoSharing Option
ალბანეთის "ეგნატიასთან" მოგებულ ამხანაგურ მატჩში (4:0) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა. Ilmattino წერს, რომ "კვარამ" შოუ დადგა. შეხვედრის დასრულების შემდეგ One Football-თან კომენტარი ნეაპოლური გუნდის მწვრთნელმა ანტონიო კონტემ გააკეთა:

"დამღლელი ვარჯიშების შედეგად ბიჭებს ფეხები დამძიმებული ჰქონდათ, ეს ნორმალურია, მაგრამ სრულად დაიხარჯნენ და მინდა შევაქო. როგორც შეტევაში, ასევე დაცვაში ინტენსიურად მოქმედებდნენ. დრიბლინგი გასაუმჯობესებელი გვაქვს, ამაზე ყოველდღე ვმუშაობთ. მნიშვნელოვანია, რომ გოლი არ გავუშვით.

კვარაცხელია? შესანიშნავად ითამაშა, იმ ტიპის ფეხბურთი, რომლისკენაც მივისწრაფით, მას, პოლიტანოს და ნგონჟის ხარისხის ხარჯზე თავის წარმოჩენის და კიდევ უფრო სრულყოფის
საშუალებას მისცემს. ამან მათ საბრძოლო განწყობა უნდა აუმაღლოს. საჭიროა გვესმოდეს, რომ ხანდახან იერიშისას სივრცეები ჩაკეტილია, აუცილებელი გასახსნელად უბურთოდ მოძრაობა, რაც დღეს გააკეთეს, რომ მეტოქესთან ერთი-ერთზე დარჩენის საშუალება მიეცეთ. იმისათვის, რათა გუნდს ინდივიდუალურობა შევძინოთ, იგივე ფიზიკური მონაცემების გაუმჯობესებაზე და ტაქტიკის დახვეწაზე ვმუშაობთ.

ჩვენ ამ ფეხბურთელების მახასიათებლების გაფართოება შეგვიძლია. ამაზე ვიზრუნებთ. ეს პროექტის ნაწილია. ფეხბურთელების გარჯით კმაყოფილი ვარ. "ბრესტთან" მომავალ სპარინგს პროგრესისთვის გამოვიყენებთ".

მკითხველის კომენტარები / 8 /
რაო,დრიბლინგის გაუმჯობესებაზე ვმუშაობთო?!რასაც ამბობს,კვარასაც წაადგება და საქართველოს ნაკრებსაც,თამაშის ხარისხის მიხედვით.აი რამდენად აწყობს ხვიჩას ფინანსურად და ფსიქოლოგიურად,დე ლავრენტისთან დარჩენა,ეგ არის საკითხავი.
სოსო
09:22 29-07-2024
2
Კონტე კვარას სათადარიგოზე დასვავს ამ სეზონში.
Ზაკო
10:02 29-07-2024
85
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული