კონტეს ქანცგამწყვეტი ვარჯიშისას კვარაცხელიამ მოედანი დატოვა

AutoSharing Option
Tutto Napoli იტყობინება, რომ "ნაპოლის" მწვრთნელმა ანტონიო კონტემ "ეგნატიასთან" მოგებული ამხანაგური მატჩის მეორე დღეს ფეხბურთელები არ დაასვენა.

კონტემ ნაკრებებიდან დაბრუნებული ფეხბურთელები ჯერ ცალკე ავარჯიშა, თუმცა მთელი გუნდი ძალიან დატვირთა, ბევრი არბენინა და დაღლილი ხვიჩა კვარაცხელია მოედნიდან ექიმის თანხლებით გავიდა.

გამოცემა აღნიშნავს, რომ საშიში არაფერია, უბრალოდ შვებულების შემდეგ დიდი ფიზიკური დატვირთვების გამო კვარაცხელია გადაიღალა. ისე, წესით, შეხვედრის შემდეგ მწვრთნელს მოთამაშეებისთვის აღდგენის საშუალება უნდა მიეცა.

მკითხველის კომენტარები / 25 /
რაც აქმდე იგულავა და ისეირნა....ახლა მიხედავს კონტე...გამოჩნდა რა ფორმაშიც იყო და არის
სიმართლე
20:17 30-07-2024
26
ხვიჩას თუ "მოხოდავს" მადლობელი ვიქნებით, მაგრამ რაც არ შეუძლია იმდენს თუ დატვირთავს, ყველამ ვიცით ეს ქართველი ფეხბურთელების უმეტესობისთვის როგორც მთავრდება.
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
18:56 30-07-2024
4

სიახლეები პოპულარული