"სლოვანმა" "ცელიე" გაანადგურა და მომდევნო ეტაპზე "აპოელს" დაუპირისპირდება

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „სლოვანმა“ საკუთარ მოედანზე „ცელიე“ 5:0 დაამარცხა.

პირველი შეხვედრა სლოვენიაში 1:1 დასრულდა. ბრატისლავაში სტუმრები მე-15 წუთზე რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ, რითაც ვაისის გუნდმა შესანიშნავად ისარგებლა და დიდი ანგარიშით გაიმარჯვა.

მესამე ეტაპზე „სლოვანი“ „აპოელს“ დაუპირისპირდება - 6 აგვისტოს სახლში, 13 აგვისტოს კი კვიპროსში.

მასპინძელთა გუნდის მცველმა გურამ კაშიამ შეუცვლელად ითამაშა.

ბრატისლავა. „ტეჰელნე პოლე“
სლოვანი - ცელიე 5:0
გოლები: 1:0 ტოლიჩი (17), 2:0 სტრელეცი (30), 3:0 მაკი (60), 4:0 სრტელეცი (71), 5:0 ბარსეგიანი (75)
გაძევება: ვუკიშევიჩი (15,
ცელიე)

alt"სლოვანმა" სლოვენიაში ფრეს მიაღწია - კაშიამ შეუცვლელად ითამაშა

მკითხველის კომენტარები / 2 /
ძალიან მინდა,რომ სლოვანი ლიგის ჯგუფში გავიდეს და კარიერის მიწურულს ლიგაზეც ითამაშოს გურამმა.თან თავაწეულს შეეძლება კარიერის დასრულება.ევროზე იასპარეზა და იმედია ჩემპიონთა ლიგასაც უსინჯავს გემოს.დვალს ფერენცვაროშში თამაშისას აქვს გამოცდილება ლიგის მატჩების და სლოვანის გასვლა უფრო მინდა ჯგუფში,ისევ და ისევ გურამის გამო.
მეზღვაური
02:24 31-07-2024
3
მართალი ხარ, მეზღვაური. გურამს ყველა ვგულშემატკივრობთ! მადლობა მას ასეთი თავდადებული თამაშისთვის ნაკრებში. შესაძლებლობაზე მეტი ჩადო ევროზე! მეც ყველასთან ერთად ვყვიროდი: გუ-რამ-კაშია გურამკაშია!!!
alexandre
10:07 31-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული