საქმე სერიოზულადაა - "ლივერპული" მამარდაშვილის ტრანსფერზე "ვალენსიასთან" მოლაპარაკებას იწყებს

AutoSharing Option
RELEVO იტყობინება, რომ "ლივერპული" ვალენსიას მეკარით, გიორგი მამარდაშვილით, დიდი ხანია დაინტერესებულია და მზადაა მის შესაძენად კონკრეტული ნაბიჯები გადადგას.

კერძოდ, "ლივერპული" მამარდაშვილის შესაძენად 30 მილიონ ევროზე მეტის გადახდის მზადყოფნას გამოთქვამს და კლუბებს შორის მოლაპარაკებები ამ კვირაშია დაგეგმილი.

აქ ერთი ნიუანსიცაა - ალისონ ბეკერი გუნდის დატოვებას მინიმუმ ერთი წელი არ აპირებს, ხოლო იმის გათვალისწინებით, რომ ქართველის ფასი ყოველი მატჩის შემდეგ იზრდება, მისი ხელიდან გაშვება არ უნდათ და გამოსავალი იპოვეს.

გიორგის არ სურს ისეთ კლუბში გადასვლა, სადაც სასტარტოში არ იქნება. ამიტომ "ლივერპული" მის
შეძენას და იჯარით "ბორნმუთში" გაშვებას გეგმავს, სადაც პრემიერლიგაში ადაპტირებას შეძლებს. აღნიშნულია, რომ თავის მხრივ "ბორნმუთი" მამარდაშვილთან სრულფასოვანი ხელშეკრულების გაფორმებას შეეცდება.

მკითხველის კომენტარები / 23 /
ალისონი გაუშვან იჯარით ბორმუთში, რაღა მამარდა. თუ ასე ეიმედებათ, კაცმა გარკვევით აუხსნა ყველას რომ სკამზე ჯდომას არ აპირებს,მე დავუმატებ კიდევ არც მეორეხარისხოვან გუნდებში. დარწმუნებული ვარ ასე ფიქრობს მამარდაც
დავით 67
23:09 05-08-2024
2
რაის ადაპტირება, 13 წლის დამწყებითი მეკარეა და ინგლისში სხვანაირად ურტყამენ კარში ბურთს? თუ სხვანაირი ბურთებით თამაშობენ ან კარის ზომებია განსხვავებული? ))))
ადაპტირება?
22:34 05-08-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული