კიტეიშვილმა პსჟ-ს გაუტანა - "შტურმმა" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ავსტრიის ქალაქ კლაგენფურტში „შტურმი“ ამხანაგურ მატჩში პსჟ-ს დაუზავდა - 2:2.

თავიდან სტუმრები 2:0 დაწინაურდნენ, თუმცა შემდეგ მატვეი საფონოვის კარი ამადუ კამარამ და ოთარ კიტეიშვილმა დალაშქრეს. მეორე ტაიმში „შტურმის“ მთელი შემადგენლობა შეცვალეს, ანგარიში კი არ შეიცვალა.

კიტეიშვილი ტრავმის მორჩენის შემდეგ ბუნდესლიგის პირველ ტურში, ვენაში „რაპიდთან“ წაგებულ შეხვედრაში (0:1) 70-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე. 11 აგვისტოს, მეორე ტურში გრაცული გუნდი „ჰარტბერგს“ უმასპინძლებს.

კლაგენფურტი. „28 ბლეკ არენა“. 19 600 მაყურებელი
შტურმი - პსჟ 2:2
გოლები: 0:1 მბაიე (9), 0:2 სოლერი (12), 1:2 კამარა (15),
2:2 კიტეიშვილი (43)

altოთარ კიტეიშვილმა პსჟ-ს გოლი გაუტანა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 4 /
https://youtu.be/G8wscRNcIe8?si=HpH8UoN4lTdohOHb
რეალობა
13:15 08-08-2024
0
კიტე კარგია, მაგრამ მე ის მაინტერესებს ევროთასებზე ჩემი ქვეყნის დარჩენილი ერთადერთი წარმომადგენელი, იბერია რომ თამაშობს დღეს, რა ხდება, როგორ ჩაიარა გუშინ მატჩისწინა ვარჯიშმა, როგორ არიან ჩვენები, რას წარმოადგენენ ისინი და ა.შ. ასევე მოწოდება მაკლია, რომ ხალხს შევახსენოთ, დღეს მივიდეს სტადიონზე და გვერდში დაუდგეს ბიჭებს!!!!!!
ერთ კვირაში თუქრათში ბუმი იქნება, როგორც მედიაში ასევე გულშემატკივრებში და დამსახურებულადაც მოიპოვებენ ურქები გამარჯვებას! თქვენ თქვენი საქმის კეთება არავის გინდათ, მარტო მაშინ მოგინდებათ აკრედიტაციები და თამაშის ბილეთები თუ იქ გავალთ! მაშინ იწტყებთ ქომაგობას გოლს როცა გავიანთ და ვიგებთ!!! ეეჰ საქართველო საქართველო!!!!
კოტე
10:07 08-08-2024
0

სიახლეები პოპულარული