ცნობილი გახდა, ითამაშებს თუ არა ხვიჩა "მოდენასთან"

AutoSharing Option
7 აგვისტოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ მარჯვენა ფეხის კუნთის დისკომფორტის გამო არ ივარჯიშა, რაც სიმართლე არ გამოდგა.

ჟურნალისტმა დარიო სარნატარომ ტელეკომპანია campana-ს ეთერში განაცხადა, რომ კვარაცხელიას არავითარი პრობლემა არ აქვს და უბრალოდ დაასვენეს. ხვიჩა გუშინ საერთო ჯგუფთან ერთად სრულად დაიტვირთა.

"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, "კვარა" შაბათს, სეზონის პირველ ოფიციალურ მატჩში, თასზე "მოდენასთან" აუცილებლად ითამაშებს.

მატჩი "დიეგო მარადონაზე" საქართველოს დროით 23:15 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 2 /
ზეწარმატებულ სეზონს გისურვებთ,ხვიჩა!!!
ბრაზი
10:11 09-08-2024
2
ვინმე აჩვენებს თამაშს?
მიშა
16:07 10-08-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული