![](https://sportall.ge/pictures/image5/296ce18780bee8e6e96ddac537492778.jpg)
საქართველოს ნაკრების 28 წლის ქართველი ფეხბურთელი ლევან შენგელია ბერძნულ "ოფიში" გადავიდა, - ამის შესახებ ინფორმაციას კლუბი ავრცელებს.
შენგელიას ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმეს. ის ბოლო ორი სეზონი "პანაიტოლიკოსში" თამაშობდა.
გუნდის მწვრთნელი ევროპის ჩემპიონი, ტრაიანოს დელასია. "ოფი" 18 აგვისტოს, ჩემპიონატის პირველ ტურში ათენში აეკ-ს დაუპირისპირდება.