ფრე დიუსელდორფში - ზივზივაძემ ამჯერად ვერ გაიტანა

AutoSharing Option
მეორე ბუნდესლიგის მეორე ტურში "კარლსრუე" გასვლაზე "ფორტუნას" დაუზავდა - 0:0.

პირველ ტაიმში მცირედ უპირატესობას სტუმრები ფლობდნენ, თუმცა თამაში ჩაკეტილი იყო და ყველაზე რეალური მომენტი ვანიტცეკს ჰქონდა, მაგრამ მან საჯარიმოდან ბურთი ხარიხას გაარტყა. შესვენების შემდეგ ორივე გუნდი გააქტიურდა, ანგარიშის გახსნის შესაძლებლობა „კარლსრუეს“ თავდამსხმელს ბუდუ ზივზივაძეს მიეცა, რომელმაც წინა მატჩში ჰეთ-თრიკი შეასრულა, თუმცა მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა ჰოფმანმა დაბლოკა.

"კარლსრუე" შემდეგ შეხვედრას 18 აგვისტოს თასზე, ლოტეში რეგიონული ლიგის "შპორტფროინდესთან" ჩაატარებს.

დიუსელდორფი. "მერკურ შპილ
-არენა"

ფორტუნა - კარლსრუე 0:0

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული